აგურისფერ-წითელი მანჭკვალას მატყუარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: აგურისფერ-წითელი მანჭკვალას მატყუარა – (ლათ. Hypholoma Sublateritium (Fr.) Quel), შ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
აგურისფერ-წითელი მანჭკვალას მატყუარა – (ლათ. Hypholoma Sublateritium (Fr.) Quel), შხამიანი სოკო.
+
'''აგურისფერ-წითელი მანჭკვალას მატყუარა''' – (ლათ. Hypholoma Sublateritium (Fr.) Quel), შხამიანი სოკო.
  
3-10 სმ სიგანის აგურისფერ-წითელი, წითელი-მურაფერის ან ნათელი მოწითალო-მოყავისფრო ქუდი თავიდან ზარისებრი, მომრგვალო-ამობურცული, მოგვიანებით ნახევრად გაშლილი ·საკმაოდ სქელრბილობიანი და ცენტრში უფრო მუქად შეფერილია. კიდეებზე ხშირად კერძო საბურველის თეთრი ნარჩენები ფიფქისებრ ნაფლეთებადაა დაკიდული ფოჩების მსგავსად.
 
მიმდინარე ცვლილება 22:51, 18 მარტი 2026 მდგომარეობით

აგურისფერ-წითელი მანჭკვალას მატყუარა – (ლათ. Hypholoma Sublateritium (Fr.) Quel), შხამიანი სოკო.

3-10 სმ სიგანის აგურისფერ-წითელი, წითელი-მურაფერის ან ნათელი მოწითალო-მოყავისფრო ქუდი თავიდან ზარისებრი, მომრგვალო-ამობურცული, მოგვიანებით ნახევრად გაშლილი ·საკმაოდ სქელრბილობიანი და ცენტრში უფრო მუქად შეფერილია. კიდეებზე ხშირად კერძო საბურველის თეთრი ნარჩენები ფიფქისებრ ნაფლეთებადაა დაკიდული ფოჩების მსგავსად.

ფეხზე მიზრდილი ხშირი ფირფიტები ჭუჭყიან-ყიითელია, შემდეგ ყვითელი მურა ელფერით. სიმწიფეში კი მოშავო-ზეთისხილისფერი ხდება.

რამდენადმე მსხვილი 5-10 სიმაღლისა და 1-1,5 სმ სიმსხოს ფეხი ძირში უფრო გაწვრილებულია, ქერცლებით დაფარული და მკვრივი, მოგვიანებით კი ღრუ, ზედა ნაწილში მოყვითალო, ძირში კი მოყავისფრო ან წითელი.

სპორების ფხვნილი მუქი მოყავისფროა, სპორები კი მუქი იისფერი. ქუდის მწარე რბილობი მოყვითალო, ფეხის ძირში კი ჟანგმიწისფერია. იზრდება ჯგუფებად ფოთლოვანი ჯიშების ჯირკებზე და მათს მახლობლად სკელეტურ ფესვებზე აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით. აგურისფერ-წითელი მანჭკვალას მატყუარა შხამიანი სოკოა და ჩვეულებრივ მანჭკვალასაგან მრავალი ნიშნით განსხვავდება.

მანჭკვალა აგურისფერ-წითელი მანჭკვალას მატყუარა
ქუდი ჟანგმიწისფერი, მოყავისფრო ყვითელია ცენტრში წვრილი ქერცლებით. ფირფიტები თეთრია, სიმწიფეში ღია მურა ფერის. ხშირად ჟანგმიწისფერი ლაქებით ფეხი თეთრსაყელოიანია. რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ ახალგაზრდობაში შეიმჩნევა. სპორების ფხვნილი თეთრია. გემო და სუნი სასიამოვნო აქვს. ქუდი მოყვითალო-ყავისფერია, ცენტრში მუქი შეფერვით,. უქერცლოდ, ფირფიტები ჭუჭუეიან- ყვითელია, მოგვიანებით კი ყვითელი მურა ფერის ფეხი უსაყელოა. სპორების ფხვნილი მუქი- ყავისფერია. მწარე, სუნით არასასიამოვნოა.

სოკო ძლიერი შხამიანობით არ გამოირჩევა. განსაკუთრებით საშიშია ჩვილი ბავშვებისა და მოხუცების, აგრეთვე რომელიმე შინაგანი ორგანოთი დაავადებულთათვის. ამ სოკოებით მოწამვლისას ხდება კუჭ-ნაწლავის მოშლა, რაც სოკოს წვენის გამღიზიანებლით ხდება. სოკოს წვენი გასტროენტერიტს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება) იწვევს, რასაც თან ახლავს გუ–- ლის რევა, პირღებინება, ტკივილები მუცლის არეში და კუჭაშლილობა. მოწამვლა მარტო გასტროენტერიტით არ შემოიფარგლება, ზოგ ინდივიდში აღრიცხელია სხვა გართულებებიც. ამიტომ კარგად დასამახსოვრებელია მატყუარა მანჭკვალას ორივე სახეობის ნი'შნები.

[რედაქტირება] წყარო

სოკოები: გამოყენება და კულტივირების ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები