ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი“ გადაიტანა გვერდზე „[[ბოგდან ხმელნ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა“ გადაიტანა გვერდზე „[[ბერი გაბრიელ სალოს...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:49, 21 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი); გაბრიელ სალოსის მოედნიდან თბილავიამშენამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში.

ერთ მონაკვეთს (ახლანდ. გაბრიელ სალოსის II შესახვევამდე) თავდაპირველად ერქვა სალდათის ქუჩა, რადგან აქ ძირითადად სახლდებოდნენ გადამდგარი და ზევადიანი ჯარისკაცები. ქუჩა დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. XX საუკუნის დასაწყისში ქუჩაზე დასახლდა თბილისის კომენდანტი გენერალ-ლეიტენანტი ივანე ნიკოლოზის ძე რეიტერი და ქუჩას რეიტერის ქუჩა დაერქვა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში. 1922 წელს დაერქვა გერმანელების, 1939 წელს კი – 5 დეკემბრის ქუჩა, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის (1936) მიღების დღესთან დაკავშირებით. 1991 წელს ქუჩას ეწოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი.[1]

თბილისის 1934 წლის გეგმაზე დანარჩენი მონაკვეთის ადგილას დატანილია 2 ქუჩა: სასაკლაოს ქუჩა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში) და ყარაიის დიდი გზა. ამ ქუჩების შეერთებით წარმოქმნილ ქუჩას 1954 წელს ბოგდან ხმელნიცკის სახელი ეწოდა. შემდგომში გაგრძელდა გარდაბნის გზატკეცილამდე.]

2014 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას, მასთან არსებულ ორ შესახვევს, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ სამ შესახვევს და ერთ ჩიხს ბერი გაბრიელ სალოსის სახელი ეწოდა.

ქუჩაზეა საქართველოს თვითმფრინავმშენებლობის მსხვილი ცენტრი „თბილავიამშენი“ (სს), XIX საუკუნის წმინდა ბარბარეს ზემო ეკლესია. აქვს 7 შესახვევი და 6 ჩიხი.


[რედაქტირება] წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები