მღებროვი აბესალომ-აბელ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მღებროვი აბესალომ-აბელ“ გადაიტანა გვერდზე „[[აბესალომ-აბელ მღებ...) |
00:52, 28 ნოემბერი 2025-ის ვერსია
აბესალომ-აბელ ივანეს ძე მღებროვი – (20.12.1845–1916 ) სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (06.04.1914).
დაიბადა ქ. ტფილისში.
1866 წლიდან მსახურობდა ჯარში. 1868 წელს დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი და სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
1868 წლიდან მსახურობდა კავკასიის მესანგრეთა I ბატალიონში. მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში (იცავდა შავიზღვისპირეთს).
1887-1890 წლებში მსახურობდა იმიერკასპიის ტვირთების და ჯარების გადაზიდვების საქმისწარმოების განყოფილების უფროსის უფროს თანაშემწედ.
1890-1892 წლებში მსახურობდა მთავარ შტაბში, ახლად შექმნილ იმიერკასპიის რკინიგზის ექსპლოატაციის საქმის მწარმოებლად.
1895 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1903 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1903-1914 წლებში მსახურობდა გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს სამხედრო მიმოსვლის განყოფილებაში- ქვეგანყოფილების უფროსად.
1914-1916 წლებში მსახურობდა მთავარ სამხედრო-ტექნიკურ სამმართველოში დავალებათა გენერლად.