ალაზნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალაზნი''' – მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და [[აზერბაიჯა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალაზნი''' – მდინარე აღმოსავლეთ [[საქართველო]]სა და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]]. ზღვის დონიდან 71 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე — 70 კილომეტრი, სიგანე — 18 კილომეტრი. ზედაპირის ფართობი — 605 კმ².  
+
'''ალაზნი''' – მდინარე აღმოსავლეთ [[საქართველო]]სა და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]].  
  
ალაზანი მტკვრის აუზს ეკუთვნის. ეს მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე იწყება და მინგეჩაურის წყალსაცავს დამოუკიდებლად ერთვის. მდინარის ზემო ნაწილი შენაკადებითურთ კავკასიონის სამხრეთ კალთებსა და საშუალო მთიან ზონაში გაედინება. სოლო ალაზნის შუა და ქვემო ნაწილი უმეტესად ვრცელ ვაკეზე გაედინება. ალაზნის ვრცელი მარცხენა შენაკადები წვიმისა და თოვლის დნობის პერიოდში წყალუხვობით გამოირჩევიან, ხოლო ზაფხულობით მუდმივი ნაკადები არ გააჩნიათ. წყალდიდობის და წვიმების დროს ჭალები წყლით იფარება. ალაზანს ქვემო ნაწილში მკვეთრად გამოხატული კალაპოტი არ გააჩნია. ალაზნის მარჯვენა შენაკადებია – ილტო, ორვილი, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი და სხვ. მარცხენა შენაკადებია − სტორი, ლოპოტა, ინწობა, დურუჯი, ჩელთი, ავანისხევი, ლაგოდეხისწყალი და სხვ.
+
მდინარე ალაზნის აუზის ფართობი შეადგენს 11 800 კმ²-ს. სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობიდან, ზღვის დონიდან 2,600-2,800 მ სიმაღლეზე.
 +
 
 +
მდინარე ალაზნის აუზში საშუალო წლიური ნალექი მერყეობს 400 მმ-დან (დედოფლისწყარო) 1800 მმ-დე (ლაგოდეხი). ჰაერის წლიური ტემპერატურა საშუალოდ +11°C-დან +14°C-მდეა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ეცემა -16°C – მდე, ხოლო ტემპერატურის მაქსიმუმი არ აღემატება 43°C-ს.
 +
 
 +
მდინარე ალაზნის აუზი მდებარეობს ორ ტექტონიკურ ზონას შორის. ესენია: კავკასიონის ნაოჭა სისტემის სამხრეთი ფერდის აღმოსავლეთი ზონა და საქართველოს ბელტის აღმოსავლეთი ნაწილი. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე იწყება და მინგეჩაურის წყალსაცავს დამოუკიდებლად ერთვის. მდინარის ზემო ნაწილი შენაკადებითურთ კავკასიონის სამხრეთ კალთებსა და საშუალო მთიან ზონაში გაედინება, ხოლო ქვემო ნაწილი უმეტესად ვრცელ ვაკეზე. ალაზნის ვრცელი მარცხენა შენაკადები წვიმისა და თოვლის დნობის პერიოდში წყალუხვობით გამოირჩევიან, ხოლო ზაფხულობით მუდმივი ნაკადები არ გააჩნიათ. წყალდიდობის და წვიმების დროს ჭალები წყლით იფარება. ალაზანს ქვემო ნაწილში მკვეთრად გამოხატული კალაპოტი არ გააჩნია. ალაზნის მარჯვენა შენაკადებია – ილტო, ორვილი, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი და სხვ. მარცხენა შენაკადებია − სტორი, ლოპოტა, ინწობა, დურუჯი, ჩელთი, ავანისხევი, ლაგოდეხისწყალი და სხვ.
  
14:40, 22 დეკემბერი 2025-ის ვერსია

ალაზნი – მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში.

წყარო

საქართველოს გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები