კობრისებრნი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Kobrisebrni.png|thumb|150px|კობრისებრნი]] | ||
'''კობრისებრნი''' – Cyprinidae | '''კობრისებრნი''' – Cyprinidae | ||
14:08, 9 იანვარი 2026-ის ვერსია
კობრისებრნი – Cyprinidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: ქარიყლაპიასნაირნი
ოჯახი:კობრისებრნი
თევზების ოჯახი კობრისნაირნი რიგისა. ზედა ყბა, როგორც წესი, მხოლოდ ყბეშმორისი ძვლებითაა გარშემოკრული. ულვაშები, როცა ისინი აქვს, ჩვეულებრივ, ორ წყვილს არ აღემატება. ხახის კბილები − 1-3 მწკრივადაა განლაგებული. საფქველი აქვს. საცურავი ბუშტი, ჩვეულებრივ, თავისუფალია და ძვლოვან კაფსულაში მოთავსებული არაა. პსევდობრანქია, ჩვეულებრივ, აქვს. სხეული ქერცლითაა დაფარული, იშვიათად შიშველია.
ფარფლები შედგება დატოტვილი და ამასთან ერთად დანაწევრებული სხივებისაგან; მაგრამ ზურგისა და ანალური ფარფლების პირველი 2-3 ან 4 სხივი დაუტოტველია, ყველაზე წინ მდებარე დატოტვილი სხივი ხშირად ჩანასახოვანი და ოდნავ შესამჩნევია. სხივების დათვლის დროს ყველა დატოტვილი სხივი, მათ შორის განუვითარებელიც, მიიღება მხედველობაში და აღინიშნება რომაული ციფრით დატოტვილისაგან განსხვავებით, რომელიც არაბული ციფრით აღინიშნება.
მკერდის ფარფლებში პირველი, ხოლო მუცლის ფარფლებში პირველი ან პირველი ორი სხივი, ჩვეულებრივ, დაუტოტავია. ზურგის, იშვიათად ანალური ფარფლის უკანასკნელი ან უკანასკნელი ორი დაუტოტავი სხივი ხშირად გამსხვილებულია. მუცლის ფარფლებში – ერთი, ორი დაუტოტავი სხივი და 6-დან 9-მდე (იშვიათად 4-1)) დატოტვილი სხივია. უფრო ხშირად ჩვენში გავრცელებულ სახეებს II 8 სხივი აქვს, მკერდის ფარფლებში I 6-19, თუმცა დატოტვილი სხივების რიცხვი შეიძლება მეტისმეტად. მერყეობდეს. ასე, მაგალითად, Phoxinus pohoxinus-ს ისინი 6-17, (ჩვეულებრიე, 13-15, ზოგჯერ სქესობრივად მომწიფებულ მამალს – 6-12) აქვს. კუდის ფარფლში ყოველთვის 19 მსხვილი სხივია, რომელთაგანაც კიდეების (ზედა და ქვედა კიდის) დაუტოტავია, გარდა ამისა, უკანასკნელი კიდის სხივის ზევით და უკანასკნელი ქვედა კიდის სხივის ქვეშ მოთავსებულია რამდენიმე მცირე დაუტოტავი, დაუნაწევრებელი სხივი.
გამრავლები პერიოდში კობრისნაირებს ეგრეთ წოდებული საქორწინო მორთულობანი უვითარდებათ: მამლებს (ზოგჯერ დედლებსაც) ქერცლებზე, ფარფლებზე და თავზე კონუსისებური ეპითელური წამონაზარდები უჩნდებათ. იცვლება აგრეთვე შეფერილობაც. ეს ნიშნები ტოფობის დამთავრების შემდეგ ქრება. მამლები, ჩვეულებრივ, დედლებზე უფრო მცირე ზომისანი არიან და მათ უფრო გრძელი ფარფლები მოეპოვებათ, რითაც განსხვავდებიან დედლებისაგან. მამლებსა და დედლებს შორის განსხვავება ზოგჯერ განსაკუთრებით ანალური ფარფლის სიგრძეში გამოიხატება (მაგალითად, Barbus-ისა და Diptychus-ის გვარებში).
კობრისნაირთა სხეულის შეფარდებითი ზომა ხნოვანების მიხედვით ძლიერ იცვლება: თავი შედარებით მოკლდება, თვალები პატარავდება, სხეული მაღლდება და სხვ.
კობრისნაირთა სხეულის სიგრძედ ყოველთვის მიჩნეულია მანძილი დინგის წვეროდან კუდის ფარფლის ფუძემდე, უფრო ზუსტად ქერცლის საფარველის ბოლომდე.
აყუჩის ჩხირების რიცხვს ითვლიან ლაყუჩის პირველი რკალის გარეგან მხარეზე. ხახის კბილების „5-6“ აღნიშვნა ისე უნდა იქნას გაგებული, რომ მარცხნივ ხახის კბილები 6-ია, მარჯვნივ, კი-5. კობრისნაირი თევზების კვლევის მთავარ ნიშანს შეადგენს ხახის კბილების განლაგება. ისინი მოთავსებული არიან მეხუთე (უკანასკნელ) ლაყუჩის რკალზე.
ეს ოჯახი შეიცავს 200-მდე გვარს. დედამიწის თითქმის ყველა მხარეში გავრცელებულია (გარდა სამხრეთ ამერიკისა, ავსტრალიისა და მადაგასკარისა) და გვხვდება მტკნარ და გამონაკლისის სახით, მლაშე წყლებში.