სამხრეთის ფრიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
შეფერილობით თეთრი ვერცხლისებურია, ზურგი მუქია, მომწვანო. გვერდითი ხაზის გასწვრივ ორმაგი ზოლი ხან მკაფიოდ, ხან მკრთალად გამოხატულია. სხეულის გვერდებზე გაფანტული პიგმენტური წერტილები აქვს. | შეფერილობით თეთრი ვერცხლისებურია, ზურგი მუქია, მომწვანო. გვერდითი ხაზის გასწვრივ ორმაგი ზოლი ხან მკაფიოდ, ხან მკრთალად გამოხატულია. სხეულის გვერდებზე გაფანტული პიგმენტური წერტილები აქვს. | ||
| − | გავრცელებულია ყირიმის მდინარეებში, მცირე აზიაში, შავი ზღვის აუზში და დასავლეთ ამიერკავკასიაში გელენჯიკიდან | + | გავრცელებულია ყირიმის მდინარეებში, მცირე აზიაში, შავი ზღვის აუზში და დასავლეთ ამიერკავკასიაში გელენჯიკიდან მოყოლებული [[ბათუმი|ბათუმამდე]]. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. |
| − | + | ||
20:36, 27 იანვარი 2026-ის ვერსია
სამხრეთის ფრიტა – Alburnoides fasciatus (Nordmann),1840
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
სახეობა – ფრიტა
სხივფარფლიანი თევზი კობრისებრთა ოჯახიდან. ტიპურ ფორმიდან უფრო მოკლე ანალური ფარფლით განსხვავდება. სიგრძით 125 მილიმეტრს აღწევს, ჩვეულებრივ, უფრო პატარებია.
შეფერილობით თეთრი ვერცხლისებურია, ზურგი მუქია, მომწვანო. გვერდითი ხაზის გასწვრივ ორმაგი ზოლი ხან მკაფიოდ, ხან მკრთალად გამოხატულია. სხეულის გვერდებზე გაფანტული პიგმენტური წერტილები აქვს.
გავრცელებულია ყირიმის მდინარეებში, მცირე აზიაში, შავი ზღვის აუზში და დასავლეთ ამიერკავკასიაში გელენჯიკიდან მოყოლებული ბათუმამდე. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.