აღმოსავლეთის ფრიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აღმოსავლეთის ფრიტა''' – Alburnoides eichwaldii (De Filippi, 1863) '''ტიპი:''' ქორდიანები<br...)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
'''სახეობა''' – ფრიტა
 
'''სახეობა''' – ფრიტა
  
სხივფარფლიანი [[თევზი]] კობრისებრთა ოჯახიდან. სიგრძით 145 მილიმეტრამდე აღწევს, ჩვეულებრივ 80–100 მილიმეტრია.
+
სხივფარფლიანი [[თევზი]] კობრისებრთა ოჯახისა. სიგრძით 145 მილიმეტრამდე აღწევს, ჩვეულებრივ 80–100 მილიმეტრია.
  
გვხვდება მაღალი და შედარებით წაგრძელებული ფორმებიც. შეფერილობა ისეთივეა, როგორიც ტიპიურ ფორმებს აქეთ, მაგრამ ზოგჯერ გვხვდებიან ისეთებიც (განსაკუთრებით ტბებში), რომელთაც ღია გვერდები და გვერდითი ხაზი ორმაგ ზოლს მოკლებული აქვთ. ფარფლები გარდა ზურგისა და კუდისა ზოგჯერ მონარინჯისფერო-მოწითალოა. სხეულზე განსაკუთრებით გვერდითი ხაზის ზევით მრავალი წინწკლებია.
 
19:46, 29 იანვარი 2026-ის ვერსია

აღმოსავლეთის ფრიტა – Alburnoides eichwaldii (De Filippi, 1863)

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
სახეობა – ფრიტა

სხივფარფლიანი თევზი კობრისებრთა ოჯახისა. სიგრძით 145 მილიმეტრამდე აღწევს, ჩვეულებრივ 80–100 მილიმეტრია.

გვხვდება მაღალი და შედარებით წაგრძელებული ფორმებიც. შეფერილობა ისეთივეა, როგორიც ტიპიურ ფორმებს აქეთ, მაგრამ ზოგჯერ გვხვდებიან ისეთებიც (განსაკუთრებით ტბებში), რომელთაც ღია გვერდები და გვერდითი ხაზი ორმაგ ზოლს მოკლებული აქვთ. ფარფლები გარდა ზურგისა და კუდისა ზოგჯერ მონარინჯისფერო-მოწითალოა. სხეულზე განსაკუთრებით გვერდითი ხაზის ზევით მრავალი წინწკლებია.

გავრცელება

აღმოსავლეთის ფრიტა გვხვდება სამხრეთ, დაღესტანში დარუბანდიდან მოყოლებული სამხრეთისაკენ. მეტად ბევრია ტბებში, აგრეთვე მტკვრისა და არეზის აუზებში, ლენ- ქორანის რაიონის მდინარეებში. გილიანში, მაზანდერნაში, ატრეკის აუზში, ურმიის ტბის აუზში, იალბუზის სამხრეთ ფერდობიდან გამომდინარე მდინარეებში, თურქმენეთში ამუ-დარიის ზედა წელში.

ამიერკავკასიაში ტოფობა მაისში და ივნისში ხდება, ზერავ-შანში აპრილის შუა რიცხეებში

საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია: მდ. მტკვარში და მის აუზში (ალგეთში, ბაზალეთის ტბაში, პალაკაციოში (ჩილდირის ტბაში) ჩილდირით ფარავანის ტბაში, საღამოს ტბაში, ბუღდაშენში. ტოფობს მაის-ივნისში.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები