რენი ქრისტოფერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რენი ქრისტოფერ''' − (ინგლ. Christopher Wren; 20 (30) ოქტომბერი 1632 — 25 თებერვალი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქრისტოფერ რენი“ გადაიტანა გვერდზე „რენი ქრისტოფერ“) |
16:21, 28 იანვარი 2026-ის ვერსია
რენი ქრისტოფერ − (ინგლ. Christopher Wren; 20 (30) ოქტომბერი 1632 — 25 თებერვალი (8 მარტი) 1723) — ინგლისელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, ანატომი და არქიტექტორი.
მუშაობდა ასტრონომიის პროფესორად ლონდონის კოლეჯში, შემდეგ ასტრონომიის კათედრის პროფესორად ოქსფორდში. მან პირველად გამოთვალა ციკლოიდის რკალის სიგრძე და გამოიყენა ის ეგრეთ წოდებული კეპლერის ამოცანისადმი. 1669 წელს გამოაქვეყნა სამეფო საზოგადოების ჟურნალში თავისი ცდები დრეკადი სხეულების დარტყმის შესასწავლად. 1680-1682 წლებში იყო სამეფო საზოგადოების თავმჯდომარე და ამ საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე თავის სიტყვაში გადმოსცა მისი საქმიანობის სრული პროგრამა. იყო აგრეთვე ხუროთმოძღვარიც.