ვიტი იოჰან დე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვიტი იოჰან დე“ გადაიტანა გვერდზე „იოჰან დე ვიტი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოჰან დე ვიტი“ გადაიტანა გვერდზე „ვიტი იოჰან დე“ გადამისამართ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:45, 28 იანვარი 2026 მდგომარეობით
იოჰან დე ვიტი − (Johan de Witt, 24 სექტემბერი 1625 — 20 აგვისტო 1672), ჰოლანდიელი სახელმწიფო მოღვაწე და მათემატიკოსი.
1641 1645 წლებში სწავლობდა ლაიდენში, იყო რესპუბლიკანური პარტიის ლიდერი და სამშობლოს მმართველობის სათავეშიც მოექცა. ჟან-დე-ვიტს ახასიათებენ როგორც ჭკვიანს, შორსმჭვრეტელ და მოუსყიდავ პიროვნებას. ყველა ამის წყალობით მან შეძლო ბოლო მოეღო ლუდოვიკო XIV-ის ლაშქრობისათვის ჩრდილოეთის დასაპყრობად, მაგრამ, როდესაც ლუდოვიკო XIV-ს შემდგომმა გამარჯვებამ დე-ვიტის სამშობლო საფრთხის წინაშე დააყენა, დე-ვიტი ვერაგულად მოკლეს მისივე თანამემამულეებმა. მათემატიკაში მისი მოღვაწეობა გამოიხატება იმაში, რომ მან მათემატიკოს ჰუდესთან ერთად დაწერა დეკარტის „გეომეტრიის“ დამატებები, რომლებიც შეეხებიან განტოლებების დაყვანას და მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს.