სამხრეთის ფრიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:SamxreTis frita.png|thumb|სამხრეთის ფრიტა]]
 
'''სამხრეთის ფრიტა''' –  Alburnoides fasciatus (Nordmann),1840
 
'''სამხრეთის ფრიტა''' –  Alburnoides fasciatus (Nordmann),1840
  

16:29, 3 თებერვალი 2026-ის ვერსია

სამხრეთის ფრიტა

სამხრეთის ფრიტა – Alburnoides fasciatus (Nordmann),1840

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
სახეობა – ფრიტა

სხივფარფლიანი თევზი კობრისებრთა ოჯახიდან. ტიპურ ფორმიდან უფრო მოკლე ანალური ფარფლით განსხვავდება. სიგრძით 125 მილიმეტრს აღწევს, ჩვეულებრივ, უფრო პატარებია.

შეფერილობით თეთრი ვერცხლისებურია, ზურგი მუქია, მომწვანო. გვერდითი ხაზის გასწვრივ ორმაგი ზოლი ხან მკაფიოდ, ხან მკრთალად გამოხატულია. სხეულის გვერდებზე გაფანტული პიგმენტური წერტილები აქვს.

გავრცელებულია ყირიმის მდინარეებში, მცირე აზიაში, შავი ზღვის აუზში და დასავლეთ ამიერკავკასიაში გელენჯიკიდან მოყოლებული ბათუმამდე. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები