სალიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ძველი რომი]] | [[კატეგორია:ძველი რომი]] | ||
[[კატეგორია:ძველი რომის ისტორია]] | [[კატეგორია:ძველი რომის ისტორია]] | ||
| + | [[კატეგორია:ღვთისმსახურება]] | ||
15:18, 6 ივლისი 2017-ის ვერსია
სალიები – (რომ.) („მხტომელები“ „მოცეკვავეები“). მარსის ქურუმთა ორი რომაული კოლეგია: პალატიუმისა და კოლინასი, რომელიც ნუმა პომპილიუსს დაუწესებია. თითოეულ კოლეგიაში პატრიციული წარმომავლობის თორმეტი წევრი იყო გაერთიანებული.
მარტის თვის დასაწყისში სალიები აწყობდნენ საზეიმო სვლას, თან ოროლს სცემდნენ ანკილეებს, რომელთაგანაც ერთი, როგორც ამბობენ, ციდან იყო ჩამოვარდნილი. ამ საზეიმო სვლას თან ახლდა ცეკვები და უძველეს ჰიმნთა სიმღერები, რომელთა ტექსტი ისტორიულ ხანაშივე გაუგებარი ყოფილა. ეს კი იმას მოწმობს, რომ სალიების დაწესება უძველეს დროს განეკუთვნება.