ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გადაიტანა გვ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გადაიტანა გვერდზე „[...) |
20:17, 30 მარტი 2026-ის ვერსია
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია – საერთაშორისო აქტი, მიღებული 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა კომისიამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ტექსტის შემუშავება ორ წელიწადში მოახერხა ისეთი ცნობილი პიროვნებების თაოსნობით, როგორებიც იყვნენ ელეონორა რუზველტი, რენე კასინი და ჩარლზ მალიკი.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როცა მსოფლიო მომხდარი ჰოლოკოსტის შიშით იყო შეპყრობილი, დაყოფილი იყო კოლონიალიზმისა და გამეფებული საყოველთაო უთანასწორობის გამო, პირველი გლობალური მასშტაბის დეკლარაციის მიღება, რომელიც აღიარებდა ყველა ადამიანის თანდაყოლილ ღირსებას და თანასწორობას განურჩევლად კანის ფერისა, წარმომშობისა და მრწამსისა, წარმოადგენდა უდავოდ გაბედულ წამოწყებას, რომლის წარმატებაც იმ დროს სერიოზული კითხვის ქვეშ იდგა.
მიუხედავად პოლიტიკური სირთულეებისა, გაერთიანებულიერების ორგანიზაციის ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებულ იქნა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. მისი რატიფიცირება დღეისთვის მსოფლიოს 190-ზე მეტმა ქვეყანამ მოახდინა. პირველად კაცობრიობის ისტორიაში იგი შეიცავდა საყოველთაოობის პრინციპით განმტკიცებულ და ინდივიდუალურ კონტექსტში მოაზრებულ ადამიანის უფლებებს. დღეისათვის დეკლარაცია 360 ენაზეა თარგმნილი და წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილ დოკუმენტს, რაც ადასტურებს მის უნივერსალურობას და საყოველთაო ხელმისაწვდომობას. დეკლარაცია შთაგონების წყარო გახდა მრავალი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და ახალ დემოკრატიათათვის კონსტიტუციების შედგენისას.
დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, დეკლარაციით გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება, პირადული ხელშეუხებლობის უფლება, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება. დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანამ აქცია თავისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებად.
დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც მიიღეს 1966 წელს და ძალაში შევიდა 1976 წელს.