აბაშიძე პლატონ (პატე)
(ახალი გვერდი: '''აბაშიძე პლატონ (პატე)''' – პროპაგანდისტ-ორგანიზატორი და კორე...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
პლატონ აბაშიძე ქუთაისის ციხეში ტანჯვა-წამებით გარდაიცვალა. მისი ძმა ოზურგეთში ცნობილი ბოლშევიკი ვასო აბაშიძე იყო (გარდაიცვალა 1921 წელს). | პლატონ აბაშიძე ქუთაისის ციხეში ტანჯვა-წამებით გარდაიცვალა. მისი ძმა ოზურგეთში ცნობილი ბოლშევიკი ვასო აბაშიძე იყო (გარდაიცვალა 1921 წელს). | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
'''ლიტერატურა''' | '''ლიტერატურა''' | ||
15:06, 2 აპრილი 2026-ის ვერსია
აბაშიძე პლატონ (პატე) – პროპაგანდისტ-ორგანიზატორი და კორესპონდენტი, ერთხანს გაზ. „ივერიის“ თანამშრომელი ოზურგეთიდან. შესანიშნავად აღწერა ნასაკირალის 1905 წლის შეტაკება. 1902-1904 წწ. ოზურგეთში, სადაც მთავრობა ყოველგვარ საწინააღმდეგო საქმიანობას თვალყურს გაფაციცებით ადევნებდა, პლატონ აბაშიძე წრეებს იდეურად და ორგანიზაციულად საუკეთესოდ ხელმძღვანელობდა. მისი მეთაურობით ოზურგეთში იმართებოდა არალეგალური თათბირები, წარმოებდა პოლიტიკურ-პარტიული მუშაობა, მეცადინეობა და სხვ.
რეაქციის ხანაში (კრილოვ-ტოლმაჩოვის დროს) შეიპყრეს და გადაასახლეს. ქუთაისის ციხეში სხვებთან ერთად გადაღებულ სურათზე საკუთარი ლექსი მიაწერა:
- „გულს არ გვიტეხს ბნელი ციხე,
- ყოჩაღად და მედგრად ვართ,
- სიმართლის და მომავლისთვის
- საწამებლად მზადა ვართ!“
პლატონ აბაშიძე ქუთაისის ციხეში ტანჯვა-წამებით გარდაიცვალა. მისი ძმა ოზურგეთში ცნობილი ბოლშევიკი ვასო აბაშიძე იყო (გარდაიცვალა 1921 წელს).
ლიტერატურა
- ჟღენტი, თენგიზ. 1905 წელი გურიაში. – მე-2 გამოც. (შესწ. და შევს.). – ტფ.: სახელგამი, 1927. – გვ.: 75, 76, 79, 81, 86, 127.