აბაშიძე პლატონ (პატე)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:ქართველი მოღვაწეები]] | [[კატეგორია:ქართველი მოღვაწეები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| − | [[კატეგორია:ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი]] | + | [[კატეგორია:[[ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952|ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი]]]] |
15:07, 2 აპრილი 2026-ის ვერსია
აბაშიძე პლატონ (პატე) – პროპაგანდისტ-ორგანიზატორი და კორესპონდენტი, ერთხანს გაზ. „ივერიის“ თანამშრომელი ოზურგეთიდან. შესანიშნავად აღწერა ნასაკირალის 1905 წლის შეტაკება. 1902-1904 წწ. ოზურგეთში, სადაც მთავრობა ყოველგვარ საწინააღმდეგო საქმიანობას თვალყურს გაფაციცებით ადევნებდა, პლატონ აბაშიძე წრეებს იდეურად და ორგანიზაციულად საუკეთესოდ ხელმძღვანელობდა. მისი მეთაურობით ოზურგეთში იმართებოდა არალეგალური თათბირები, წარმოებდა პოლიტიკურ-პარტიული მუშაობა, მეცადინეობა და სხვ.
რეაქციის ხანაში (კრილოვ-ტოლმაჩოვის დროს) შეიპყრეს და გადაასახლეს. ქუთაისის ციხეში სხვებთან ერთად გადაღებულ სურათზე საკუთარი ლექსი მიაწერა:
- „გულს არ გვიტეხს ბნელი ციხე,
- ყოჩაღად და მედგრად ვართ,
- სიმართლის და მომავლისთვის
- საწამებლად მზადა ვართ!“
პლატონ აბაშიძე ქუთაისის ციხეში ტანჯვა-წამებით გარდაიცვალა. მისი ძმა ოზურგეთში ცნობილი ბოლშევიკი ვასო აბაშიძე იყო (გარდაიცვალა 1921 წელს).
ლიტერატურა
- ჟღენტი, თენგიზ. 1905 წელი გურიაში. – მე-2 გამოც. (შესწ. და შევს.). – ტფ.: სახელგამი, 1927. – გვ.: 75, 76, 79, 81, 86, 127.
წყარო
ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952 [[კატეგორია:ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი]]