აბულაძე ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მარჯვნივ '''აბულაძე ივანე დიმიტრის ძე, იგივ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ივანე აბულაძე“ გადაიტანა გვერდზე „აბულაძე ივანე“)
 

მიმდინარე ცვლილება 13:35, 15 აპრილი 2026 მდგომარეობით

Ivane abulaZe.png

აბულაძე ივანე დიმიტრის ძე, იგივე ვანო ქიზიყელი, კამბეჩუა (1872, 5 VIII – 1948) – ეროვნული ფალავანი და ფიზკულტურის პირველი სკოლის დამაარსებელი, რევოლუციონერი. დაიბადა ქიზიყში, სოფ. ჯუგაანში, უღარიბესი გლეხის ოჯახში. 10 წლის ობოლი თბილისს ეწვია ლუკმა-პურის საშოვნელად და კარდაკარ დაიწყო მუშაობა. პირველმა ჩამოიტანა თბილისში ფანდურზე დაკვრა-დამღერება.

ჭიდაობას ბავშვობიდანვე მიჰყვა. თბილისში (ღვინის სარდაფში მუშაობის დროს), ქალაქგარეთ გამართულ ჭიდაობაში გაიმარჯვა, ხოლო 1900 წელს, ნიკიტინის ცირკში ცნობილ მოჭიდავეებთან შერკინებით გაითქვა სახელი. ამის შემდეგ, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს გარეთ ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობდა. 1900-იან წლებში სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკების წრეში, როგორც რევოლუციური მოძრაობის აქტიური ტექნიკური დამხმარე და მინდობილობათა მტკიცედ შემსრულებელი, მხურვალე მონაწილეობას იღებდა. 1906 წელს, ჭიდაობის გამოჩენილი ოსტატ-პროფესორის, ივ. ვლ. ლებედევის ხელმძღვანელობით ქართველთაგან პირველმა შეისწავლა ჭიდაობის ფრანგული, რუსულ-შვეიცარიული, თავისუფალი ამერიკული, იაპონური, ჩინური და სხვ. ხერხები; რუსეთის ყველა ქალაქში ჭიდაობასა და სიმძიმეთა აწევაში გულმკერდი ჯილდოებით დაიმშვენა. სხვადასხვა ხერხთან ერთად დიდი ღონეც გამოიჩინა, რის გამოც მეტსახელად კამბეჩუა უწოდეს, ხოლო ჯარში სამსახურის დროს – კაცთმობურთალი, რადგან ჯარისკაცებს ცალი ხელით ბურთივით მაღლა-მაღლა ისროდა. ქ. მინსკში მოჭიდავე კალოტინმა ცირკის მთელი ჩემპიონები გამოიწვია პრემიაზე. მოჭიდავეთგან მარტო ქიზიყელი გავიდა, 100 მ. სანაძლეო დასდო და კოლოტინი ისე მითეთქვ-მოთეთქვა, რომ მან ხელი ასწია – ჭიდაობა აღარ შემიძლიაო. შორეულ აღმოსავლეთში, ერთი ჭიდაობის დროს, ბოლოს – საპრიზო შეტაკებისას, ჩემპიონატის ძლიერმა მოჭიდავემ, ავსტრიელ-ვენგრიელმა ფრანც ბლანდეტმა (წონა 15 ფ. 15 გირ.) ასპარეზზე გასვლისას მთელი ხალხის წინაშე ივანე ქიზიყელის მიმართ წამოიძახა: «Кавказскому тарану сейчас покажу», ამით გაბრაზებული ქიზიყელი ფიცხად ეტაკა, 5 წუთში მიწაზე გაშხლართა და საზოგადოებას მიმართა: «Есть Кавказская тарана» – მთელმა ცირკმა ოვაცია გამართა და პირველი პრიზი მიაკუთვნეს. გულმოკლულმა და გაბრაზებულმა ბლანდეტმა საჭიდაო ასპარეზს თავი გაანება და მეორე პრიზიც ქიზიყელს დარჩა.

როგორც მოჭიდავემ, რელსების მღუნავმა და სხვა, „რუსეთის უძლეველი ფალავნის“, „გამოჩენილი ჩემპიონის“ სახელი დაიმსახურა. გაიწვიეს საზღვარგარეთ – საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ბელგიაში, ესპანეთში, იაპონიაში, ჩინეთში, მონღოლეთში, ავღანისტანში, სპარსეთში, ამერიკაში და სხვ., სადაც „მსოფლიო ჩემპიონის“, „ჰერკულესის“ სახელი დაიმსახურა. ყველგან ეროვნული (ქართული) ტანისამოსით თავს ქართველად აცხადებდა, რითაც ქართველებისა და საქართველოს სახელს მსოფლიოში დიდებით მოსავდა.

1922–1923 წლებში თბილისში პირველმა მოაწყო ფიზკულტურის სკოლა, რომელიც 1923 წელს ხელოვნების მუშაკთა სამმართველოს (რაბისს) გადაეცა.

[რედაქტირება] მის შესახებ

1. იმედაშვილი, იოსებ // ფიზკულტურელი. – 1938. – № 66, 71;
2. იმედაშვილი, იოსებ. ვანო ქიზიყელი // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1946. – № 66.

ლიტარატურა
1. სურათები, აფიშები და უცხოური ჟურნალგაზეთების ამონაჭრები (ზოგი ნაჩვენებია გაზ. „ფიზკულტურელში“, 1938, № 66, 71).


[რედაქტირება] წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები