სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყელი
(ახალი გვერდი: '''სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყელი''' – სამხრეთ ციმბირის მთათ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყელი''' – სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყელი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. იგი გადაჭიმულია მდინარე [[ობი (მდინარე)|ობი]]ს სათავეებიდან თითქმის წყნარი ოკეანის სანაპირომდე, დაახლოებით 4500 კმ-ზე. იგი აერთიანებს შემდეგ ძირითად ოროგრაფიულ ერთეულებს: | + | '''სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყელი''' – სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყელი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. იგი გადაჭიმულია მდინარე [[ობი (მდინარე)|ობი]]ს სათავეებიდან თითქმის წყნარი ოკეანის სანაპირომდე, დაახლოებით 4500 კმ-ზე. იგი აერთიანებს შემდეგ ძირითად ოროგრაფიულ ერთეულებს: [[ალთაი]]ს მთები (კუზნეცკვის ალათაუ, სალაირის ჭიუხით და კუზნეცკის ქვაბულით), დასავლეთი და აღმოსავლეთი საიანები (მათგან ჩრდილოეთით მდებარე მინუსინსკის და ჩულიმ-ენისეის ქვაბულებით), აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი და ტუვის ქვაბული, ბაიკალისპირა (ამიერ და იმიერ) მთები. სტანის ქედი, ალდანის მთიანეთი და სხვა. |
სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყლის ბუნების ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს მისი შიდა კონტინენტური მდებარეობა (ძირითადი ნაწილის) ზომიერი სარტყლის შუა განედებში, ჩრდილი და ცენტრალური აზიის მიჯნაზე და ტექტონიკური აგებულება. | სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყლის ბუნების ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს მისი შიდა კონტინენტური მდებარეობა (ძირითადი ნაწილის) ზომიერი სარტყლის შუა განედებში, ჩრდილი და ცენტრალური აზიის მიჯნაზე და ტექტონიკური აგებულება. | ||
00:31, 19 აპრილი 2026-ის ვერსია
სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყელი – სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყელი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. იგი გადაჭიმულია მდინარე ობის სათავეებიდან თითქმის წყნარი ოკეანის სანაპირომდე, დაახლოებით 4500 კმ-ზე. იგი აერთიანებს შემდეგ ძირითად ოროგრაფიულ ერთეულებს: ალთაის მთები (კუზნეცკვის ალათაუ, სალაირის ჭიუხით და კუზნეცკის ქვაბულით), დასავლეთი და აღმოსავლეთი საიანები (მათგან ჩრდილოეთით მდებარე მინუსინსკის და ჩულიმ-ენისეის ქვაბულებით), აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი და ტუვის ქვაბული, ბაიკალისპირა (ამიერ და იმიერ) მთები. სტანის ქედი, ალდანის მთიანეთი და სხვა.
სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყლის ბუნების ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს მისი შიდა კონტინენტური მდებარეობა (ძირითადი ნაწილის) ზომიერი სარტყლის შუა განედებში, ჩრდილი და ცენტრალური აზიის მიჯნაზე და ტექტონიკური აგებულება.
მთათა სარტყლისათვის დამახასიათებელი ბუნების საერთო ნიშნებიდან აღსანიშნავია ტექტონიკურ აგებულებაში პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურების გაბატონება და მასთან დაკავშირებული ნაოჭა-ლოღა მთიანი მასივები, მკვეთრად კონტინენტური ჰავა, ხოლო ბუნებრივი ლანდშაფტიდან – მთის ტაიგა.
ბუნების საერთო ნიშნების ფონზე სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყლის ფარგლებში შეიძლება გამოიყოს ორი დიდი ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონი: ალთაი-საიანის მთიანი ოლქი (მთათა სარტყლის დასავლეთი ნაწილი) და ბაიკალ-ალდან-სტანის მთიანი ოლქი (მთათა სარტყლის აღმოსავლეთი ნაწილი), რომლებიც ერთიმეორისაგან განსხვავდებიან რელიეფის მთიანობის და ჰავის კონტინენტურობის ხარისხით და, აქედან გამომდინარე, ლანდშაფტის სხვა კომპონენტებითაც.