ფარისეველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფარისეველი''' - (ძვ. ებრ. „პერუშინ“ – „ფარისეველი“) - ნიშნავს რჩ...)
 
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
[[კატეგორია:რელიგიური მიმდინარეობები]]
+
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]

17:11, 19 სექტემბერი 2017-ის ვერსია

ფარისეველი - (ძვ. ებრ. „პერუშინ“ – „ფარისეველი“) - ნიშნავს რჩეულს, განყოფილს და განშორებულს. ფარისეველნი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელნი იყვნენ, რომლებიც ზედმიწევნით ცდილობდნენ დაეცვათ მოსეს რჯული და საერთოდ იუდაიზმი. თავიდან ეს იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ შემდეგ უკვე წავიდნენ ცრუ გზით. მათ ყურადღება მიაქციეს უფრო რელიგიის გარეგან მხარეს, გააგრძელეს მარხვა, კანონების კითხვა (რომლებსაც ხშირად თვითონაც იგონებდნენ), რადგანაც თვლიდნენ, რომ ეს ხსნის ერთადერთი საშუალება იყო და ღმერთს ამით ასიამოვნებდნენ, ამიტომ თავი ყველაზე ჭეშმარიტ იუდეველებად მიაჩნდათ და ზიზღითა და ამპარტავნებით უყურებდნენ ყველა არაფარისეველს. ისინი დაუპირისპირდნენ სადუკეველებს (იხ. „სადუკეველები“). ფარისეველთა წარმომადგენელი იყო პავლე მოციქულიც, სანამ სავლე იყო და სანამ გაქრისტიანდებოდა.

ფარისევლები ითვლებოდნენ ხალხის მასწავლებლებად, ბერძნებისა და რომაელებისაგან დამცველებად. ამიტომ ხალხი მათ პატივს სცემდა.

ფარისევლებს ჰქონდათ მცდარი აზრი და შეხედულება მესიაზე. ისინი ხალხს ასწავლიდნენ, რომ მესია მოულოდნელად მოვა, დაამარცხებს კერპთაყვანისმცემლებს, შეკრებს ისრაელიანთა ტომს და ებრაელებს აღუდგენს დავით-სოლომონისეულ დიდებას, რომელთაც ექნებათ ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე და მათ მოემსახურება მსოფლიოს ყველა სხვა ხალხი.

თავიანთი ცრუ სათნოებისა და მოჩვენებითი სიტყვა „ფარისეველი“ მლიქვნელთა და პირმოთნეთა სინონიმად იქცა. უფალი მათზე ამბობდა, რომ ფარისეველნი პირით სხვას ამბობენ და გულში სხვა აქვთო. ქრისტე შვიდმაგ შეჩვენებას უგზავნიდა მწიგნობრებსა და ფარისევლებს. ერთ-ერთი გადმოცემით, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს, ფარისევლებმა გოლგოთას ძირას ნადიმი გამართეს.


წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები