ამაშუკელი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ვლადიმერ ამაშუკელი“ გადაიტანა გვერდზე „[[ვლადიმერ (მამუკა) ამაშუკ...)

16:12, 15 ივნისი 2026-ის ვერსია

Vladimer amaSukeli.png

ამაშუკელი ვლადიმერ (მამუკა) იაკობის ძე (29 სექტემბერი, 1884 – 19??) – მსახიობი, რეზონიორ-კომიკოსი და დრამწრეების ხელმძღვანელი. დაიბადა ქუთაისში. მამა თერძი იყო, დედა – დიასახლისი. ორი წლის ასაკში დედა გარდაეცვალა. იზრდებოდა ღარიბ ოჯახში. 1903 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სპეციალური სასცენო განათლება თბილისში, სტუდიაში, ჯაბადარის ხელძღვანელობით მიიღო. სცენაზე 1904 წელს გამოვიდა, ქუთაისში, ვლ. ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით დადგმულ პიესაში „ცხოვრების გარეშე“, იაკობის როლში (მეორე ცნობით – „ღალატში“, დაჩოს როლში), დასში ჩაირიცხა და 1907 წლამდე მსახიობად მუშაობდა. 1904-1906 წლებში, სეზონის დახურვის შემდეგ, მოგზაურობდა დასავლეთ საქართველოს პროვინციებში და სხვადასხვა სოფლებში მართავდა წარმოდგენებს. რეაქციის გამარჯვების შემდეგ, პოლიციის დევნის გამო, იძულებით ბაქოში გადასახლდა, 1906-1917 წლებში ქართველთა კოლონიის თეატრს, მსახიობად და წრის ხელმძღვანელად, სათავეში ჩაუდგა. 1918 წლიდან იყო კავშირის წევრი. 1918-1921 წწ. თბილისის სცენაზე მუშაობდა. 1920 წელს სცენას თავი დაანება, როგორც მსახიობმა და ადმინისტრაციულ დარგში გადავიდა (მისი სიტყვებით: „1904 წლიდან 1919 წლამდე ვიყავი აქტიორი, მაგრამ ბოლოს, როდესაც დავრწმუნდი, რომ პირველ ალაგს ვერ დავიკავებდი როგორც მსახიობი, გადავედი მეორე ხელოვნების დარგში – ადმინისტრატორად“). 1921 წლიდან – ქუთაისის თეატრის კომისრად მუშაობდა, შემდეგ – თბილისის ყოფილი ქართული კლუბისა და თეატრის გამგედ, 1928 წლიდან – ახლად ჩამოყალიბებულ მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ადმინისტრატორად, 1929 წლიდან – იგივე თანამდებობაზე – რუსთაველის თეატრში. 1930 წელს, ქ. მოსკოვში გამართულ თეატრების ოლიმპიადაზე რუსთაველის სახ. თეატრთან ერთად გაემგზავრა. ეს იყო ქართული თეატრის პირველი მოგზაურობა რუსეთში. მეორედ – 1937 წელს, ქ. მოსკოვში, ოპერის სახელმწიფო თეატრს ქართული ხელოვნების დეკადაზე ახლდა, რომლის დროსაც ქართულმა დრამატურგიამ, ოპერამ და სათეატრო ხელოვნებამ უმაღლეს გამარჯვებას მიაღწია.

1931 წლიდან მარჯანიშვილის სახ. თეატრში ადმინისტრატორად გადაიყვანეს, 1933 წლიდან – საქფილეგთში, 1935 წელს – მუსიკალური კომედიის თეატრში. 1936 წელს ოპერის სახელმწიფო თეატრის მთავარ ადმინისტრატორად დანიშნეს.

1904-1917 წლამდე იყო პროფესიონალი მსახიობი და ითამაშა მრავალ პიესაში: „ღალატი“, „ცხოვრების გმირი“, „საშინელი შურისძიება“, „სამშობლო“, „და-ძმა“, „კონსტანტინე ბატონიშვილი“, „ბრმა“, „გუშინდელი“, „სიცოცხლის გარეშე“, „ფეიქრები“, „უდანაშაულოდ დასჯილი“, „ოტელო“, „ჰამლეტი“, „ურიელ აკოსტა“, „მეფე ლირი“, „კაი გრაკხი“ და სხვა კომიკური და სახასიათო როლები. გადაღებულია დადიანის როლში, კინოფილმში „ჯანყი გურიაში“. მისი აზრით, სცენაზე მნიშვნელობა აქვს მსახიობის თვითშემოქმედებას.

ჰყავდა მეუღლე და ერთი ვაჟი.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ავტობიოგრაფია;
2. საქართველოს სახელმწიფო სათეატრო მუზეუმი;
3. გვარაძე, ნ. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ.: 52, 59-60, 173, 180, 210.

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები