ნიფური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:შუმერული მითები]] | [[კატეგორია:შუმერული მითები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:შუმერული ქალაქები]] | [[კატეგორია:შუმერული ქალაქები]] | ||
[[კატეგორია:ქალაქები ძველ მესოპოტამიაში]] | [[კატეგორია:ქალაქები ძველ მესოპოტამიაში]] | ||
16:02, 29 მაისი 2019-ის ვერსია
ნიფური – ნიბრუ, ნიპური, შუმერის რელიგიური ცენტრი, ენლილის მთავარი საკულტო ქალაქი.
ნიფური წარმოდგენილია არა მხოლოდ შუმერის, არამედ ქვეყნიერების შუაგულად, სადაც გადის სამყაროს „დიდი ღერძი“ (დიმ-გალი). ნიფურის ეს მითოსური ბუნება გაცხადებულია მისი მთავარი ტაძრის სახელწოდებებში: ექურ – „სახლი-მთა“ (კოსმიური ღერძის ერთ-ერთი განსახიერება) და დურანქი („ჭიპლარი ცისა და მიწისა“). ერთი შუმერული მითოლოგიური ტექსტის თანახმად, ადამიანის გაჩენამდე ნიფურის პირველი მოსახლენი იყვნენ: ჭაბუკი ენლილი, ქალწული ნინლილი და დედაბერი ნუნბარშეგუნუ – ნინლილის დედა, რომელიც ასწავლის თავის ქალიშვილს, როგორ მოაწონოს თავი ენლილს. მათი შეუღლების შედეგად ნიფურში იბადება მთვარის ღმერთი ნანარის სახელით.