აიგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''აიგ-ი''' ''(სომხ. այգի)'' – მიცვალებულის [[კულტი|კულტთან]] დაკავშირებული სომხური წეს-ჩვეულება – დასაფლავებიდან მეორე დილას საფლავზე გასვლა და შესაწირის მიტანა. გარდაცვლილის ყველა ნათესავი და ახლობელი (ძირითადად ქალები) მოდიოდა საფლავზე და მოჰქონდა სხვადასხვა პროდუქტი: ორცხობილა, ხილი, არაყი, ღვინო და სხვ. ერთ-ერთი ქალი საფლავზე წყალს დაღვრიდა, რის შემდეგაც დამსწრენი თითო ჭიქა არაყით შესანდობარს შესვამდნენ და ორცხობილას მიატანდნენ. დანრჩენილ პროდუქტებს, როგორც მიცვალებულის სულის ულუფას, იქვე ტოვებდნენ. ზუსტად ასე იქცეოდნენ მეშვიდე და მეორმოცე დღეებში და წლისთავზე. | + | '''აიგ-ი''' ''(სომხ. այգի)'' – მიცვალებულის [[კულტი|კულტთან]] დაკავშირებული სომხური წეს-ჩვეულება – დასაფლავებიდან მეორე დილას საფლავზე გასვლა და შესაწირის მიტანა. გარდაცვლილის ყველა ნათესავი და ახლობელი (ძირითადად ქალები) მოდიოდა საფლავზე და მოჰქონდა სხვადასხვა პროდუქტი: ორცხობილა, ხილი, [[არაყი]], ღვინო და სხვ. ერთ-ერთი ქალი საფლავზე წყალს დაღვრიდა, რის შემდეგაც დამსწრენი თითო ჭიქა არაყით შესანდობარს შესვამდნენ და ორცხობილას მიატანდნენ. დანრჩენილ პროდუქტებს, როგორც მიცვალებულის სულის ულუფას, იქვე ტოვებდნენ. ზუსტად ასე იქცეოდნენ მეშვიდე და მეორმოცე დღეებში და წლისთავზე. |
13:34, 10 დეკემბერი 2018-ის ვერსია
აიგ-ი (სომხ. այգի) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული სომხური წეს-ჩვეულება – დასაფლავებიდან მეორე დილას საფლავზე გასვლა და შესაწირის მიტანა. გარდაცვლილის ყველა ნათესავი და ახლობელი (ძირითადად ქალები) მოდიოდა საფლავზე და მოჰქონდა სხვადასხვა პროდუქტი: ორცხობილა, ხილი, არაყი, ღვინო და სხვ. ერთ-ერთი ქალი საფლავზე წყალს დაღვრიდა, რის შემდეგაც დამსწრენი თითო ჭიქა არაყით შესანდობარს შესვამდნენ და ორცხობილას მიატანდნენ. დანრჩენილ პროდუქტებს, როგორც მიცვალებულის სულის ულუფას, იქვე ტოვებდნენ. ზუსტად ასე იქცეოდნენ მეშვიდე და მეორმოცე დღეებში და წლისთავზე.
ლიტერატურა
- Харатян З. В. Культовые мотивы семейных обычаев и обрядов у армян // Армянская этнография и фольклор: материалы и исследования. Вып. 17. Ереван, 1989.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017