ჯაჭვი სარიტუალო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:რიტუალები]] | [[კატეგორია:რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:ქართული რიტუალები]] | [[კატეგორია:ქართული რიტუალები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:სარიტუალო ნივთები]] | [[კატეგორია:სარიტუალო ნივთები]] | ||
− |
14:18, 30 მაისი 2019-ის ვერსია
ჯაჭვი სარიტუალო - აღმ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ეთნოგრაფიულ სინამდვილეში, დადასტურებულია ფაქტები: ყელზე ჯაჭვით მლოცველი ტაძარს ხოხვით სამჯერ შემოუვლის, მას ღვთის წინაშე აღთქმა აქვს დადებული, ერთი კონკრეტული სურვილი რომ შეუსრულოს ღმერთმა.
ჯაჭვი აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატ-ჯვარის შესაწირავსაც წარმოადგენდა. მისი გამოყენება ყველა მლოცველს შეეძლო. ჯაჭვი, როგორც სარიტუალი საგანი და მასთან დაკავშირებული წესები, წინაქრისტიანული რელიგიური რწმენებიდან მომდინარეობს.
ლიტერატურა
ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, I. ფშავი. 1974. ა.გ.