ქართული ანბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 5: ხაზი 5:
 
::III. მხედრული ანუ თანამედროვე.
 
::III. მხედრული ანუ თანამედროვე.
  
ნუსხური დამწერლობა მრგლოვანს მე-9 საუკუნეში გამოეყო, ხოლო მრგლოვანი დამწერლობა იხმარებოდა მხოლოდ დასათაურებისათვის და წინადადების საწყისი სიტყვის ან პირველი ასოსთვის, ასევე საპატივცემულო სიტყვის (მაგ. ღმერთი, უფალი) დასაწერად. ამიტომ მრგლოვან დამწერლობას ასომთავრულიც ეწოდა.
+
====ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა====
  
მრგლოვან ანუ ასომთავრულ და ნუსხა-ხუცურ დამწერლობას იყენებდნენ ხუცესები და ამიტომ ორივეს ხუცურიც ეწოდება.
+
ყოველი ანბანი გარკვეული რაოდენობის ასონიშნების ერთობლიობას წარმოადგენს და როცა ანბანზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ასონიშნები წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ. ანბანის თვითეული ასონიშანი, თავის მხრივ, მცირე ზომის გრაფიკული ფიგურაა. ამ ფიგურების ანუ ასოების მოხაზულობა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ თვალი მკაფიოდ და თავისუფლად აღიქვამს მათს ურთიერთსხვაობას. მაგრამ, ამავე დროს, ასონიშნები ერთმანეთთან გარკვეულ მსგავსებასა და ერთიანობასაც ამჟღავნებენ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ თვითეული ასოს მოხაზულობა ანბანის ერთიან გრაფიკულ სისტემას ექვემდებარება, რომ ასოებს შორის გარკვეული კავშირი და ურთიერთშესაბამისობა არსებობს და რომ ამდენად, თვითეული ასონიშნის ხატი მოცემული ანბანისათვის დამახასიათებელი კანონზომიერებით არის განსაზღვრული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითეულ ასონიშანს გააჩნია მოდელი, ანუ ნიმუში, იდეალური წინარე ხატი - არქეტიპი. ასონიშანი, რომელიც თავისივე თავის მოდელს არ შეიცავს, შეუცნობელ და უფორმო რასმე წარმოადგენს. ყოველი ასონიშანი თავის სრულფასოვან მოდელს მხოლოდ სხვა ასონიშნებთან მიმართებაში ამჟღავნებს. ასონიშნის გრაფიკულ სტრუქტურას მთელი ანბანის კონტექსტი განსაზღვრავს.
  
მე-11 საუკუნიდან ხუცურს გამოეყო მხედრული ანუ თანამედროვე დამწერლობა.
+
ჩვეულებრივ, ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, რომ ესა თუ ის ანბანი, გარდა იმისა, რომ ტიპოლოგიურად განსხვავებულ გრაფიკულ სისტემას აცნაურებს, ამავე დროს, გარკვეული მხატვრული მთლიანობითაც არის აღბეჭდილი და, ამ აზრით ხელოვნების ნაწარმოებს წარმოადგენს. ყოველ ანბანს საფუძვლად უდევს ხელოვნების აზროვნების სხვადასხვა პრინციპი, რომელთა ფესვიც განსხვავებული კულტურების რელიგიური, ფილოსოფიური და ესთეტიკური მსოფლმხედველობის წიაღშია საძიებელი. ასე რომ, ყოველი ანბანი ესთეტიკური ფენომენიცაა და ამდენად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, განუმეორებელი მხატვრული სტილით არის აღბეჭდილი. ქართული ასომთავრულის მხატვრული სტილის საფუძველია ე.წ. გეომეტრიზმი: „ასომთავრული ღრმად გააზრებული გეომეტრიული სტილის სრულყოფილი გრაფიკული სისტემაა და ამ თვალსაზრისით იგი ბერძნულ მონუმენტურ დამწერლობას ეტოლება“ (რ. პატარიძე).
  
მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა, ანბანი კი 14, მათ შორისაა ქართული, რომელიც ყველაზე ძველი და სრულყოფილი ანბანია.
+
რაში ცნაურდება ეს „გეომეტრიული სტილი?
 
+
მრავალი მეცნიერის აზრით, ქართული მრგლოვანი ანბანი შეუქმნია ქართველ წარმართ ქურუმს ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში, კერძოდ 430-410წ.წ. ხოლო გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფე ფარნავაზს ძვ. წელთაღრიცხვის ΙV-ΙΙΙ  საუკუნეში შეუქმნია „მწიგნობრობა ქართული“.
+
 
+
რ. პატარიძე ქართული ასომთავრული ანბანის შესახებ წერს: „ძვ.წ. აღ. 284 წლიდან ქართული ასომთავრული ანბანი ქართული დამწერლობისა და ქართული წარმართული კალენდრის ფუნქციებს ასრულებს“ და „სრულიად ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა შეიძლება შემოღებულიყო მხოლოდ და მხოლოდ ძვ. წ. 284 წელს..
+
 
+
გურამ შარაძემ 1972 წელს გამოაქვეყნა წიგნი „თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრება“, რომელშიც თეიმურაზ ბაგრატიონი წერს: „არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე. წერდნენ ისინი უხუცესთა წერილითა... ფარნავაზმან წერილთა მათაგან განჰყო მხედრობისათვის თვისისა მხოლოდ ხელით წერილი განყოფილი ასონი და არა სხვით რაჲთამე“ (გ. შარაძე, „თეიმურაზ ბაგრატიონი, ცხოვრება, თბ. 1972 წ., გვ. 122-127; რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, გვ. 17). მხედრულ ანბანზე წერდნენ მარი ბროსე და ნიკო მარიც: „ფარნავაზის მეფობაში... შეადგინეს ეგრეთ წოდებული მხედრული ანბანი, რომელიც აქომამდე ხმარებაშია“ (მარი ბროსე, საქ. ისტ. ნაწ. Ι, თბ., 1895 წ. გვ. 26). ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ ნიკო მარს მხედრული დამწერლობა წარმართული დროის ქრთული დამწერლობის ნაშთად ეხატება. (ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფი, გვ. 195).
+
  
 +
ბერძნული და ლათინური კაპიტალური დამწერლობის ანალოგიურად ქართული ასომთავრული ასოთა ამოსავალ გეომეტრიულ თარგად კვადრატს იყენებს და თუმცა რეალურად არსებულ წარწერებში ასოებს ზოგჯერ კვადრატის ეტალონიდან გადახრის ტენდენცია აქვთ, ისინი თვით უკიდურეს შემთხვევებშიც არ კარგავენ თავიანთი გეომეტრიული სტრუქტურის პირვანდელ ხატს. მათში ყოველთვის გამოიცნობა არქეტიპის განმსაზღვრელი ინერცია. კერძოდ წრიული ასოების დიამეტრი და ვერტიკალურად აგებული ასოების ღერძი კვადრატის ღერძის სიმაღლეა, ხოლო მასთან შერწყმული ელემენტები ზომით ამ ღერძის სიმაღლის ნახევარია (ელ. მაჭავარიანი). უნდა აღინიშნოს, რომ ეს ელემენტები კვადრატის მეოთხედშია განლაგებული. მეოთხედი კვადრატი ასონიშნების შემადგენელი ნაწილების გეომეტრიული „სახლი“, ანუ ამოსავალი პრინციპია. ქართული ასომთავრულის თვითეული ასონიშანი, ბერძნულ-ლათინური ასოების ანალოგიურად, გეომეტრიულ კანონთა შესაბამისად არის ჩაწერილი კვადრატის ცხაურში (ბადეში), რომელსაც მის შიდა სივრცეში მოქმედი დიაგონალური და ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ღერძების სისტემა ჰქმნის. ამის საფუძველზე ასომთავრული ანბანის გრაფიკულ სისტემაში დასტურდება კანონზომიერება, რომელიც ასონიშნების სრული და მეოთხედკვადრატული ნაწილების გეომეტრიული ნახაზის იდენტურობას ასაჩინოებს. ეს ეხება წრეს, წრის სამი მეოთხედისაგან და ნახევარწრისაგან კონსტრუირებული ასონიშნების სრულკვადრატოვან კორპუსებს, რომლებიც მეოთხედკვადრატული მოდიფიკაციით, იმავე ან განსხვავებული პოზიციით მეორდებიან სხვა ასოების გრაფიკაში გამომსახველობით საშუალებათა ასეთი ეკონომია ანბანების არცერთ გრაფიკულ სისტემაში არ არის დადასტურებული. ქართული ასომთავრულის გრაფიკულ სისტემაში ეკონომიის ეს პრინციპი ჰქმნის სწორედ იმ კონცენტრირებულ გეომეტრიზმს, რომლის მეოხებითაც, ასონიშანთა სიმრავლის მიუხედავად, ვიზუალური განსჯა მათ გრაფიკულად ურთიერთმონათესავე ელემენტებად აფიქსირებს. მაგრამ ეს „გეომეტრიზმი“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტ-ნაკლები სიცხადით ცნაურდება ეპიგრაფიკულ ძეგლებსა თუ პალიმფსესტებში შემონახულ ასოთა მოხაზულობაში. რატომ „ეწინააღმდეგება“ ემპირიული ასონიშანი თავისსავე არქეტიპს? ასონიშანი იდეალური მოდელის ასლია და, როგორც ასეთი, ყოველთვის უპირისპირდება პირწმინდად ზუსტ, ზედმიწევნით პროპორციულ და სიმეტრიულ მოდელს, რომელიც შიშველი აბსტრაქტულობით ამჟღავნებს გეომეტრიულ სტრუქტურას. საერთოდ, ესთეტიკური ფენომენი (და ასეთია ანბანი) ყოველთვის გულისხმობს მოდელიდან ან სტანდარტიდან აუცილებელ გადახრას, „რადგან სიცოცხლე ძრწის მეტისმეტი სიზუსტის, აბსოლუტური სისწორის წინაშე.ზედმიწევნით პროპორციულობასა და ცივ სიმეტრიულობაში არის რაღაც ავბედითი, ანტიორგანული, სიცოცხლისადმი მტრული“ (თ. მანი). არნჰეიმის აზრით, მკაცრ სიმეტრიასა და ფორმის სიზუსტეს ხელოვნებაში იშვიათად და უდიდესი სიფრთხილით იყენებენ, ვინაიდან როცა მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება წესრიგს, „ცოცხალი სუბსტანციის“ რაოდენობა კლებულობს. ამრიგად, მოდელის აბსტრაქტულ გეომეტრიზმს და აბსოლუტურ სიზუსტეს უპირისპირდება ესთეტიკური ასლის ბუნებრიობა და ცხოველმყოფლობა. ეს ჯერ კიდევ არისტოტელესათვის და პლოტინისათვის იყო ცნობილი. ანბანშიც ასევეა სწორედ აბსტრაქტული მოდელიდან „აუცილებელი გადახრა“ (ვეილი), ან „გამაცოცხლებელი გადახრა“ (არნჰეიმი) ანიჭებს ასოებს ბუნებრიობას, სილამაზესა და თბილ ცხოველმყოფლობას. ასომთავრულის უძველესი ეპიგრაფიკული წარწერები არქაული გვეჩვენება, ამგვარი შთაბეჭდილების შექმნა კი ანტიკური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ნიშანია, - ახალს იმთავითვე უნდა შეემოსა სიძველის იერი, - ეს ღირსებად ეთვლებოდა ხელოვანს. ანბანურ ნიშნებსაც დროის წიაღიდან „ორგანულად ამოზრდის“ შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა და ასომთავრულის შემოქმედს ბრწყინვალედ აქვს გადაჭრილი ეს ამოცანა. ქართული ანბანის შემოქმედი მარტო დიდი მოაზროვნე და ანალიტიკოსი კი არ არის, არამედ უდიდესი ხელოვანიც.
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
+
თამაზ ჩხენკელი. ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა.
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
[[კატეგორია:ქართული ანბანი]]
+
[[კატეგორია:ქართული ასომთავრული]]

16:19, 14 აგვისტო 2017-ის ვერსია

ქართული ანბანი - ქართველებს სამი სახის დამწერლობა ანუ სამი სახის ანბანი გვაქვს:

I. მრგლოვანი ანუ ასომთავრული,
II. ნუსხური ანუ ნუსხა-ხუცური და
III. მხედრული ანუ თანამედროვე.

ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა

ყოველი ანბანი გარკვეული რაოდენობის ასონიშნების ერთობლიობას წარმოადგენს და როცა ანბანზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ასონიშნები წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ. ანბანის თვითეული ასონიშანი, თავის მხრივ, მცირე ზომის გრაფიკული ფიგურაა. ამ ფიგურების ანუ ასოების მოხაზულობა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ თვალი მკაფიოდ და თავისუფლად აღიქვამს მათს ურთიერთსხვაობას. მაგრამ, ამავე დროს, ასონიშნები ერთმანეთთან გარკვეულ მსგავსებასა და ერთიანობასაც ამჟღავნებენ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ თვითეული ასოს მოხაზულობა ანბანის ერთიან გრაფიკულ სისტემას ექვემდებარება, რომ ასოებს შორის გარკვეული კავშირი და ურთიერთშესაბამისობა არსებობს და რომ ამდენად, თვითეული ასონიშნის ხატი მოცემული ანბანისათვის დამახასიათებელი კანონზომიერებით არის განსაზღვრული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითეულ ასონიშანს გააჩნია მოდელი, ანუ ნიმუში, იდეალური წინარე ხატი - არქეტიპი. ასონიშანი, რომელიც თავისივე თავის მოდელს არ შეიცავს, შეუცნობელ და უფორმო რასმე წარმოადგენს. ყოველი ასონიშანი თავის სრულფასოვან მოდელს მხოლოდ სხვა ასონიშნებთან მიმართებაში ამჟღავნებს. ასონიშნის გრაფიკულ სტრუქტურას მთელი ანბანის კონტექსტი განსაზღვრავს.

ჩვეულებრივ, ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, რომ ესა თუ ის ანბანი, გარდა იმისა, რომ ტიპოლოგიურად განსხვავებულ გრაფიკულ სისტემას აცნაურებს, ამავე დროს, გარკვეული მხატვრული მთლიანობითაც არის აღბეჭდილი და, ამ აზრით ხელოვნების ნაწარმოებს წარმოადგენს. ყოველ ანბანს საფუძვლად უდევს ხელოვნების აზროვნების სხვადასხვა პრინციპი, რომელთა ფესვიც განსხვავებული კულტურების რელიგიური, ფილოსოფიური და ესთეტიკური მსოფლმხედველობის წიაღშია საძიებელი. ასე რომ, ყოველი ანბანი ესთეტიკური ფენომენიცაა და ამდენად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, განუმეორებელი მხატვრული სტილით არის აღბეჭდილი. ქართული ასომთავრულის მხატვრული სტილის საფუძველია ე.წ. გეომეტრიზმი: „ასომთავრული ღრმად გააზრებული გეომეტრიული სტილის სრულყოფილი გრაფიკული სისტემაა და ამ თვალსაზრისით იგი ბერძნულ მონუმენტურ დამწერლობას ეტოლება“ (რ. პატარიძე).

რაში ცნაურდება ეს „გეომეტრიული სტილი?“

ბერძნული და ლათინური კაპიტალური დამწერლობის ანალოგიურად ქართული ასომთავრული ასოთა ამოსავალ გეომეტრიულ თარგად კვადრატს იყენებს და თუმცა რეალურად არსებულ წარწერებში ასოებს ზოგჯერ კვადრატის ეტალონიდან გადახრის ტენდენცია აქვთ, ისინი თვით უკიდურეს შემთხვევებშიც არ კარგავენ თავიანთი გეომეტრიული სტრუქტურის პირვანდელ ხატს. მათში ყოველთვის გამოიცნობა არქეტიპის განმსაზღვრელი ინერცია. კერძოდ წრიული ასოების დიამეტრი და ვერტიკალურად აგებული ასოების ღერძი კვადრატის ღერძის სიმაღლეა, ხოლო მასთან შერწყმული ელემენტები ზომით ამ ღერძის სიმაღლის ნახევარია (ელ. მაჭავარიანი). უნდა აღინიშნოს, რომ ეს ელემენტები კვადრატის მეოთხედშია განლაგებული. მეოთხედი კვადრატი ასონიშნების შემადგენელი ნაწილების გეომეტრიული „სახლი“, ანუ ამოსავალი პრინციპია. ქართული ასომთავრულის თვითეული ასონიშანი, ბერძნულ-ლათინური ასოების ანალოგიურად, გეომეტრიულ კანონთა შესაბამისად არის ჩაწერილი კვადრატის ცხაურში (ბადეში), რომელსაც მის შიდა სივრცეში მოქმედი დიაგონალური და ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ღერძების სისტემა ჰქმნის. ამის საფუძველზე ასომთავრული ანბანის გრაფიკულ სისტემაში დასტურდება კანონზომიერება, რომელიც ასონიშნების სრული და მეოთხედკვადრატული ნაწილების გეომეტრიული ნახაზის იდენტურობას ასაჩინოებს. ეს ეხება წრეს, წრის სამი მეოთხედისაგან და ნახევარწრისაგან კონსტრუირებული ასონიშნების სრულკვადრატოვან კორპუსებს, რომლებიც მეოთხედკვადრატული მოდიფიკაციით, იმავე ან განსხვავებული პოზიციით მეორდებიან სხვა ასოების გრაფიკაში გამომსახველობით საშუალებათა ასეთი ეკონომია ანბანების არცერთ გრაფიკულ სისტემაში არ არის დადასტურებული. ქართული ასომთავრულის გრაფიკულ სისტემაში ეკონომიის ეს პრინციპი ჰქმნის სწორედ იმ კონცენტრირებულ გეომეტრიზმს, რომლის მეოხებითაც, ასონიშანთა სიმრავლის მიუხედავად, ვიზუალური განსჯა მათ გრაფიკულად ურთიერთმონათესავე ელემენტებად აფიქსირებს. მაგრამ ეს „გეომეტრიზმი“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტ-ნაკლები სიცხადით ცნაურდება ეპიგრაფიკულ ძეგლებსა თუ პალიმფსესტებში შემონახულ ასოთა მოხაზულობაში. რატომ „ეწინააღმდეგება“ ემპირიული ასონიშანი თავისსავე არქეტიპს? ასონიშანი იდეალური მოდელის ასლია და, როგორც ასეთი, ყოველთვის უპირისპირდება პირწმინდად ზუსტ, ზედმიწევნით პროპორციულ და სიმეტრიულ მოდელს, რომელიც შიშველი აბსტრაქტულობით ამჟღავნებს გეომეტრიულ სტრუქტურას. საერთოდ, ესთეტიკური ფენომენი (და ასეთია ანბანი) ყოველთვის გულისხმობს მოდელიდან ან სტანდარტიდან აუცილებელ გადახრას, „რადგან სიცოცხლე ძრწის მეტისმეტი სიზუსტის, აბსოლუტური სისწორის წინაშე.ზედმიწევნით პროპორციულობასა და ცივ სიმეტრიულობაში არის რაღაც ავბედითი, ანტიორგანული, სიცოცხლისადმი მტრული“ (თ. მანი). არნჰეიმის აზრით, მკაცრ სიმეტრიასა და ფორმის სიზუსტეს ხელოვნებაში იშვიათად და უდიდესი სიფრთხილით იყენებენ, ვინაიდან როცა მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება წესრიგს, „ცოცხალი სუბსტანციის“ რაოდენობა კლებულობს. ამრიგად, მოდელის აბსტრაქტულ გეომეტრიზმს და აბსოლუტურ სიზუსტეს უპირისპირდება ესთეტიკური ასლის ბუნებრიობა და ცხოველმყოფლობა. ეს ჯერ კიდევ არისტოტელესათვის და პლოტინისათვის იყო ცნობილი. ანბანშიც ასევეა სწორედ აბსტრაქტული მოდელიდან „აუცილებელი გადახრა“ (ვეილი), ან „გამაცოცხლებელი გადახრა“ (არნჰეიმი) ანიჭებს ასოებს ბუნებრიობას, სილამაზესა და თბილ ცხოველმყოფლობას. ასომთავრულის უძველესი ეპიგრაფიკული წარწერები არქაული გვეჩვენება, ამგვარი შთაბეჭდილების შექმნა კი ანტიკური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ნიშანია, - ახალს იმთავითვე უნდა შეემოსა სიძველის იერი, - ეს ღირსებად ეთვლებოდა ხელოვანს. ანბანურ ნიშნებსაც დროის წიაღიდან „ორგანულად ამოზრდის“ შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა და ასომთავრულის შემოქმედს ბრწყინვალედ აქვს გადაჭრილი ეს ამოცანა. ქართული ანბანის შემოქმედი მარტო დიდი მოაზროვნე და ანალიტიკოსი კი არ არის, არამედ უდიდესი ხელოვანიც.

წყარო

თამაზ ჩხენკელი. ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები