ევლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
* ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011
 
* ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
[[კატეგორია:სარიტუალო პური]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]

16:04, 2 აპრილი 2018-ის ვერსია

ევლოგია - (ეტიმ. ბერძ. euloghía „კურთხევა“), კურთხევის ლოცვა.

I საუკუნეში წარმოადგენდა ევქარისტიის სინონიმს. შემდგომში აღნიშნავდა ევქარისტიული მსხვერპლშეწირვისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირულ პურს. ამ ნაკურთხი პურის გამოუყენებელი ნაწილი ძმური თანაზიარების ნიშნად ურიგდებოდა იმათ, ვინც ზიარება ვერ მიიღო ან კათაკმეველებს (ვისაც ჯერ არ ჰქონდა ზიარების მიღების უფლება).

კიდევ უფრო მოგვიანებით ტერმინი აღნიშნავდა ეპისკოპოსის ან მღვდელმსახურის მიერ ნაკურთხ ნებისმიერ საკვებს ან ძღვენს, რომელსაც მღვდელმსახური თავის ეპისკოპოსს მიართმევდა მისი მონახულებისას.

დღეს ტერმინს მხოლოდ მართლმადიდებლები ხმარობენ და აღნიშნავს მორწმუნეთა მიერ მოსახსენიებლებთან ერთად შეწირულ სეფისკვერს, რომელიც წირვის დამთავრებისას, ჯვრის მთხვევის შემდეგ, კვლავ მორწმუნეებს ურიგდებათ. მისი მიღება დილით მხოლოდ უზმოდ შეიძლება.

ევლოგიის წინ საჭიროა სათანადო ლოცვის წარმოთქმა:

უფალო ღმერთო ჩემო ჰყვენ ესე წმიდა ძღვენი შენი და წმიდა წყალი შენი, მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებლად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებლად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებლად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებლად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, საკურნებელად სულისა და ხორცისა ჩემისა, დათრგუნვად ვნებათა და უძლურებათა ჩემთა, განუზომელისა მოწყალებისა შენისა გამო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ“.


წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი,2011
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები