ოქტავიანე ავგუსტუსი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე“ გადაიტანა გვერდზე „[[გაიუს ოქტავიან...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი“ გადაიტანა გვერდზე „[[ოქტავიანე ავგუ...) |
15:13, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე - (ძვ.წ. 63 – ახ.წ. 14), რომის იმპერატორი (ძვ.წ. 27-იდან), იულიუს კეისრის შვილობილი და მემკვიდრე, მისი დის შვილიშვილი. ძვ.წ. 31 აქციუმის კონცხთან დაამარცხა რომის აღმოსავლეთ პროვინციების გამგებლის – ანტონიუსისა და ეგვიპტის დედოფლის კლეოპატრას გაერთიანებული ფლოტი და ხელთ იგდო მთელი ძალაუფლება რომის სახელმწიფოში. სენატმა მას მიანიჭა საპატიო წოდება „ავგუსტუსი“ (ღმერთთაგან აღზევებული). თავისი ერთპიროვნული დიქტატურის მიუხედავად, ავგუსტუსმა შეინარჩუნა ტრადიციული რომაული რესპუბლიკური ინსტიტუტები. მმართველობის ასეთ სისტემას პრინციპატი ეწოდა. მის დროს რომის შეიარაღებული ძალები საბოლოოდ გადაიქცნენ რეგულარულ არმიად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017.