ბატალიონი
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017. | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017. | ||
| + | |||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
[[კატეგორია:საჯარისო ქვედანაყოფები]] | [[კატეგორია:საჯარისო ქვედანაყოფები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
15:41, 16 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ბატალიონი (იტალიური battaglia – რაზმი, ათასეული), ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი სახმელეთო, საჰაერო-სადესანტო, სანაპირო და სხვა ჯარებში. შედის ბრიგადის შემადგენლობაში ან შენაერთში (გაერთიანებაში), წარმოადგენს ცალკეულ სამხედრო ნაწილს. ბატალიონი შეიძლება იყოს: ქვეითი (მოტომსროლელი, მოტოქვეითი), სატანკო, საპარაშუტო-სადესანტო, ქვეითი აერომობილური, სადესანტო-მოიერიშე, საზღვაო ფეხოსნების, დაზვერვის (სადაზვერვო აერომობილური), არმიის ავიაციის, საინჟინრო-მესანგრეების (საინჟინრო), კავშირგაბმულობის, რადიოელექტრონული ბრძოლის, საავტომობილო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სარემონტო-აღდგენითი, სამედიცინო-სანიტარული და სხვა. თავდაპირველად ტერმინი „ბატალიონი“ („ბატალია“-სგან) საბრძოლო წყობას ნიშნავდა. XVII საუკუნეში ეს წყობა შემადგენელ ნაწილებად დანაწევრდა, რომლებსაც ბატალიონები ეწოდება. აშშ-ში მოტოქვეითი (ქვეითი) ბატალიონი მოიცავს მმართველობას, საშტაბო, 3 მოტოქვეით (ქვეით) ასეულსა და საცეცხლე მხარდაჭერის ასეულს. გერმანიაში ჰყავთ შერეული მოტოქვეითი ბატალიონი (2 ასეული ქვეით საბრძოლო მანქანებზე და სატანკო ასეული). დიდ ბრიტანეთში მოტოქვეითი ბატალიონი ძირითადი ტაქტიკური ნაწილია. იგი 700-ზე მეტ ადამიანს, 100 ჯავშანტრანსპორტიორს და ჯავშანავტომობილს ითვლის. რუსეთის ფედერაციის არმიაში მოტომსროლელ ბატალიონში შედის – მმართველობა, 3 მოტომსროლელი ასეული, ნაღმტყორცნი, კავშირგაბმულობა, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, ყუმბარსატყორცნი, სამეურნეო, ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო პუნქტის ქვედანაყოფები, სულ 500 კაცამდე და 50 ქვეით საბრძოლო მანქანამდე (ჯავსანტრანსპორტიორამდე).
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.