ბაგრატ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბაგრატ III''' ბაგრატიონი ''(X საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისი – 7...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბაგრატ III''' ბაგრატიონი ''(X საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისი – 7.V.1014)'' – გაერთიანებული [[საქართველო]]ს პირველი მეფე. გურგენ
+
[[ფაილი:Bagrat mesame.jpg|thumb|250პქ|'''ბაგრატ მესამე''', გელათის ფრესკა]]
ბაგრატიონის და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი.  
+
'''ბაგრატ III ბაგრატიონი''' - სრულიად [[საქართველო|საქართველოს]] მეფე 978-1014 წლებში. ის იყო მეფეთამეფედ ცნობილი გურგენ მეორის ძე, შვილობილი და აღზრდილი დავით მესამე მეფეთამეფე კურაპალატისა. ბაგრატის დედა  გურანდუხტი, დასავლეთ საქართველოს მეფის [[გიორგი მეორე|გიორგი მეორის]] ასული იყო. ამიტომ ბაგრატი საუკეთესო კანდიდატი უნდა ყოფილიყო გაერთიანებული საქართველოს ტახტზე.  
  
ბაგრატ III-ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების გადამწყვეტ ეტაპს. 975 ბაგრატ III დავით III -ის მხარდაჭერით ქართლის მმართველი გახდა, ხოლო 978 აფხაზეთის სამეფო ტახტი დაიკავა, რომლის მემკვიდრე იყო დედის ხაზით. თავისი ხანგრძლივი მეფობის მანძილზე ბაგრატ III ებრძოდა უცხოელ დამპყრობლებსა და ურჩ [[ქართველები|ქართველ]] ფეოდალებს. თანდათანობით შემოიერთა
+
975 წელს დავით მესამემ ჯერ ქართლის, ხოლო 978 წელს დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) სამეფოს ტახტიც დაიმკვიდრა. ბაგრატ მეფემ გამეფებისთანავე გაანადგურა ქართველ აზნაურთა შეთქმულება, დაიმორჩილა კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე. 1001 წელს გარდაიცვალა დავით მესამე, ხოლო 1008 წელს - გურგენ მეორე და სამხრეთ საქართველოც ბაგრატის ხელში გადავიდა. 1010 წელს ბაგრატ მესამემ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და ამით სავსებით დასრულდა საქართველოს გაერთიანება. 1011 წელს ბაგრატ მესამე შეიჭრა განძის საამიროში, მას უნდა დაესაჯა ამირა ფადლონი, რომელიც აქამდე ხშირი თავდასხმებით აწუხებდა ჰერეთსა და კახეთს. ფადლონი შამქორში ჩაიკეტა. ქართველებმა კედელ-[[გალავანი]] მიუნგრიეს შამქორს. შეშინებულმა ფადლონმა სიცოცხლის შენარჩუნება ითხოვა და სამაგიეროდ სრული მორჩილებისა და მოხარკეობის პირობა დასდო.
ქართული მიწები: ჩრდილოეთ ტაო (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, კახეთ-ჰერეთი. 1010-12 დაამარცხა და დაიმორჩილა განჯის [[ამირა]] ფადლონ I, რომელმაც მეფეს ხარკის გადახდა და დამხმარე ჯარის გამოყვანა აღუთქვა.  
+
  
ბაგრატ III-ის დროს აშენდა ქართული არქიტექტურის ისეთი ძეგლები, როგორიცაა ბედიის, ნიკორწმინდის და ბაგრატის ტაძრები. გარდაიცვალა ტაოში,
+
ბაგრატმა შემდეგ დალაშქრა და დაიმორჩილა მთელი ჩრდილოეთ [[კავკასია]], ჯიქეთიდან კასპიის ზღვამდე. გაანადგურა ტახტის მოცილე ბაგრატიონთა უკანასკნელი ნარჩენები და დაიწყო დიდი კულტურული საქმიანობა: ააშენა მოწამეთასა და [[ბედიის მონასტერი|ბედიის ეკლესიები]]. 1003 წელს ააშენა ქუთაისში უბრწყინვალესი ტაძარი, რომელიც დღეისთვისაც ცნობილია როგორც ბაგრატის ტაძარი. ტაძრის კურთხევაზე ბაგრატ მეფემ მრავლად მოიწვია შინაურებიც და უცხოელებიც, მეფეებიც და მდაბიოებიც, სამღვდელონიც და საერონიც. ბაგრატ მეფე გარდაიცვალა 1014 წლის 7 მაისს, ტაოში, პარასკევ დღეს.
დაკრძალულია ბედიაში. XI საუკუნის ქართველი მემატიანე ბაგრატ III-ს „დიდ მეფეს“ უწოდებს.
+
 
 +
ბაგრატ მესამე 15 წლისა გამეფდა, 36 წელი იმეფა და 51 წლისა აღესრულა. ზვიად ერისთავთ ერისთავმა ტაოდან გადმოასვენა და ბედიის მონასტერში დაკრძალა. დარჩა ერთადერთი თორმეტი წლის შვილი გიორგი.
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
== წყარო ==
 +
 
 +
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  
  
  
==წყარო==
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი  2017
 
  
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 
 
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]

12:52, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია

ბაგრატ მესამე, გელათის ფრესკა

ბაგრატ III ბაგრატიონი - სრულიად საქართველოს მეფე 978-1014 წლებში. ის იყო მეფეთამეფედ ცნობილი გურგენ მეორის ძე, შვილობილი და აღზრდილი დავით მესამე მეფეთამეფე კურაპალატისა. ბაგრატის დედა გურანდუხტი, დასავლეთ საქართველოს მეფის გიორგი მეორის ასული იყო. ამიტომ ბაგრატი საუკეთესო კანდიდატი უნდა ყოფილიყო გაერთიანებული საქართველოს ტახტზე.

975 წელს დავით მესამემ ჯერ ქართლის, ხოლო 978 წელს დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) სამეფოს ტახტიც დაიმკვიდრა. ბაგრატ მეფემ გამეფებისთანავე გაანადგურა ქართველ აზნაურთა შეთქმულება, დაიმორჩილა კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე. 1001 წელს გარდაიცვალა დავით მესამე, ხოლო 1008 წელს - გურგენ მეორე და სამხრეთ საქართველოც ბაგრატის ხელში გადავიდა. 1010 წელს ბაგრატ მესამემ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და ამით სავსებით დასრულდა საქართველოს გაერთიანება. 1011 წელს ბაგრატ მესამე შეიჭრა განძის საამიროში, მას უნდა დაესაჯა ამირა ფადლონი, რომელიც აქამდე ხშირი თავდასხმებით აწუხებდა ჰერეთსა და კახეთს. ფადლონი შამქორში ჩაიკეტა. ქართველებმა კედელ-გალავანი მიუნგრიეს შამქორს. შეშინებულმა ფადლონმა სიცოცხლის შენარჩუნება ითხოვა და სამაგიეროდ სრული მორჩილებისა და მოხარკეობის პირობა დასდო.

ბაგრატმა შემდეგ დალაშქრა და დაიმორჩილა მთელი ჩრდილოეთ კავკასია, ჯიქეთიდან კასპიის ზღვამდე. გაანადგურა ტახტის მოცილე ბაგრატიონთა უკანასკნელი ნარჩენები და დაიწყო დიდი კულტურული საქმიანობა: ააშენა მოწამეთასა და ბედიის ეკლესიები. 1003 წელს ააშენა ქუთაისში უბრწყინვალესი ტაძარი, რომელიც დღეისთვისაც ცნობილია როგორც ბაგრატის ტაძარი. ტაძრის კურთხევაზე ბაგრატ მეფემ მრავლად მოიწვია შინაურებიც და უცხოელებიც, მეფეებიც და მდაბიოებიც, სამღვდელონიც და საერონიც. ბაგრატ მეფე გარდაიცვალა 1014 წლის 7 მაისს, ტაოში, პარასკევ დღეს.

ბაგრატ მესამე 15 წლისა გამეფდა, 36 წელი იმეფა და 51 წლისა აღესრულა. ზვიად ერისთავთ ერისთავმა ტაოდან გადმოასვენა და ბედიის მონასტერში დაკრძალა. დარჩა ერთადერთი თორმეტი წლის შვილი გიორგი.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები