ბადალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბადალი''' - ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად [[სამხედრო ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
| − | [[კატეგორია:სამხედრო | + | [[კატეგორია:იურიდიული ტერმინები]] |
| + | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
14:44, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ბადალი - ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად სამხედრო ბეგარის მომხდელი. ბადლობის ინსტიტუტი ქართული სამართლის ძეგლებში XIV საუკუნიდან ჩანს. გამოკვეთილად იგი ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოში მორიგე ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. ჯარში თავის ნაცვლად ბადალის წარდგენა შეეძლო სოფლის მღვდელს, ვაჭარს, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგი სხვა ხელობის კაცს.
ბადალს ან ქირაობდნენ, ანდა ხაზინაში სათანადო ფულადი თანხა – „მორიგის საბადლო“ შეჰქონდათ, რომელიც მოლაშქრის თუ ყარაულის დაქირავებას ხმარდებოდა. ბადლობის ინსტიტუტი სხვა ქვეყნებშიც არსებობდა. მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017