ომის ხელოვნება
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ომი]] | [[კატეგორია:ომი]] | ||
| − | [[კატეგორია:სამხედრო | + | [[კატეგორია:სამხედრო მეცნიერებები]] |
15:46, 27 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ომის ხელოვნება - (პირდაპირი მნიშვნელობა – სუნ ძუს სამხედრო სტრატეგია), ჩინური სამხედრო მოძღვრება, შექმნილი ძვ.წ. VI საუკუნეში სუნ ძუს მიერ.
ომის ხელოვნება შედგება 13 თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად. ეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სტრატეგიული ნაშრომია და მან დიდი წვლილი შეიტანა სამხედრო დაგეგმვის საქმეში. პირველად ითარგმნა ფრანგი მისიონერის მიერ დაახლოებით ორასი წლის წინ. როგორც ცნობილია, მას დიდი ზეგავლენა მოუხდენია ნაპოლეონზე, გერმანიის გენშტაბზე II მსოფლიო ომში და ასევე სპარსეთის ყურეში ოპერაცია უდაბნოს შტორმის – დაგეგმვაზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.