ბატარეა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017. | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017. | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საჯარისო ქვედანაყოფები]] |
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
14:46, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ბატარეა (ფრანგული battre - დარტყმა), ძირითადი საცეცხლე (დამრტყმელი) ტაქტიკური ქვედანაყოფი არტილერიაში, სარაკეტო, საზენიტო-სარაკეტო და სხვა ჯარებში. იგი შეესაბამება სამხედრო ძალების სხვა სახეობების ასეულს ან მსგავს ქვედანაყოფებს. მართვის და საბრძოლო უზრუნველყოფის სპეციალური ქვედანაყოფი. ბატარეა შეიძლება იყოს: სასტარტო (სარაკეტო ჯარებში), საარტილერიო, საზენიტო-სარაკეტო, მართვის, საბრძოლო უზრუნველყოფის, ტექნიკური. შედის საარტილერიო (სარაკეტო) დივიზიონის, პოლკის შემადგენელობაში ან არის ცალკეული. თავდაპირველად ტერმინი „ბატარეა“ ნიშნავდა პოზიციაზე საარტილერიო ქვემეხების თავმოყრას. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მრავალ ქვეყანაში უწოდებდნენ არტილერიის საშტატო საცეცხლე და ადმინისტრაციულ ერთეულს. თანამედროვე არმიებში ბატარეა შედგება 2-3 საცეცხლე ოცეულისაგან (1-2 სასტარტო ათეულისაგან) და მართვის ოცეულისაგან (ათეულისაგან). საარტილერიო ბატარეას აქვს 4-9 ქვემეხი, ხოლო სასტარტოს 1-2 სარაკეტო კომპლექსი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.