გარიბალდი ჯუზეპე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯუზეპე გარიბალდი“ გადაიტანა გვერდზე „გარიბალდი ჯუზეპე“ გადამ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:იტალიელი მხედართმთავრები]] | [[კატეგორია:იტალიელი მხედართმთავრები]] | ||
[[კატეგორია:გენერლები]] | [[კატეგორია:გენერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ეროვნული გმირები]] | ||
15:58, 22 მარტი 2018-ის ვერსია
გარიბალდი ჯუზეპე - (Garibaldi, 1807–82), იტალიის ეროვნული გმირი, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გენერალი.
1833 წელს ჩაება განმათავისუფლებელ ბრძოლაში. 10 წელიწადზე მეტი იბრძოდა სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობისათვის. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1848–49 წლებში, მის მიერ ჩამოყალიბებული მოხალისეთა რაზმის სათავეში იბრძოდა ავსტრიელთა წინააღმდეგ, ავსტრია-იტალიის ომში.
1849 წელს საფრანგეთის ჯარებისაგან რომის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1859 წელს, ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომის დროს, წარმატებით მეთაურობდა ალპურ მსროლელთა კორპუსს. 1860 წელს სათავეში ჩაუდგა „ათასეულის” ლაშქრობას ნეაპოლისსამეფოში. 1862 და 1867 წლებში შეიარაღებული გზით ცდილობდა რომის განთავისუფლებას პაპის ხელისუფლებისაგან. მონაწილეობდა 1866 წელს ავსტრია-იტალიის ომში. 1870–71 წლებში, საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს, მეთაურობდა ფრანგულ ვოგეზების არმიას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.