სუუიჩმეზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სუუიჩმეზ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Сууичмез – „წყლის არმსმელი“)'' – კალოზ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
15:16, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია
სუუიჩმეზ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Сууичмез – „წყლის არმსმელი“) – კალოზე მარცვლეულის გამნიავებელი ქარის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. არაჩვეულებრივად ლამაზი ქალიშვილი სუუიჩმეზი ვარსკვლავივით ბრწყინავს, იმყოფება ზეცაშიც და მიწაზეც, მუდამ მხიარული და საოცრად შრომისმოყვარეა. იკვებება მოცვითა და თაფლით. ცეკვისას სუუიჩმეზი ციბრუტივით, ქარზე უსწრაფესად ტრიალებს. ცეკვა „სუუიჩმე სუუიჩმეზი“ მხოლოდ ქალიშვილების მიერ სრულდებოდა. ცეკვის დაწყების წინ გოგონა ხელში იღებდა თითისტარს და ატრიალებდა. მას დანარჩენები უერთდებოდნენ და ცეკვავდნენ.
ლიტერატურა
Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.