ქიოგეთ ჟულდუზუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ქიოგეთ ჟულდუზუ“ გადაიტანა გვერდზე „ქჲოგეთ ჟულდუზუ“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ქჲოგეთ ჟულდუზუ“ გადაიტანა გვერდზე „ქიოგეთ ჟულდუზუ“ გადამისამა...) |
17:26, 6 ნოემბერი 2017-ის ვერსია
ქჲოგეთ ჟულდუზუ (ბალყ.-ყარაჩ. Кёгет жулдузу – „ნაყოფთა ვარსკვლავი“) – ბალყარულ-ყარაჩული საწესო ცეკვა. სრულდებოდა ნაყოფის მომცემ ხეთა ყვავილობისა და ხილის კრეფის ჟამს. იმისათვის, რომ ახალრძალი ქმრის ნათესავებს არ მორიდებოდა და მათთან დალაპარაკება და თავისუფალი ურთიერთობა შეძლებოდა, „სახის გახსნის“ (бет ачаргъа) რიტუალს აწყობდნენ. ახალრძალს გადასცემდნენ ხის ჯვარედს, რომელზედაც ვაშლი, მსხალი, ტბილეული და სხვადასხვა საჩუქრები ეკიდა. რიტუალი ზემოაღნიშნული ცეკვით მთავრდებოდა.
ლიტერატურა
- Джуртубаев М. Ч. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
- Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017