მირთისქი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
[[კატეგორია:რიტუალები]] | [[კატეგორია:რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული რიტუალები]] | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:რიტუალები გარდაცვლილთათვის]] | [[კატეგორია:რიტუალები გარდაცვლილთათვის]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:10, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
მირთისქი (ბალყ.-ყარაჩ. Мыртыскы: мырты – „საიქიო“; ტერმინი ღრმა, ლეთარგიულ, სიკვდილის მსგავს ძილს აღნიშნავს ) – მკითხაობის, მიცვალებულის გამოკითხვის ბალყარულ-ყარაჩული წესი: გოგონათა ჯგუფი უცოლო ვაჟის თანხლებით სასაფლაოზე წავიდოდა, სადაც მკითხაობის ყოველი მონაწილე ერთ ღვეზელს შეჭამდა. ვაჟი საფლავიდან მწიკვ მიწას აიღებდა, ნაჭერში შეახვევდა და იმ ბალიშის ქვეშ შედებდა, რომელზედაც რიტუალის მთავარ მონაწილეს უნდა დაედო თავი. თუნგუჩი ქალიშვილი კანფეტით ან შაქრის ნატეხით ხელში ლოგინში ჩაწვებოდა (დამარხვის იმიტაცია?); როცა დაიძინებდა, მის წინ წყლიან ჭურჭელს დადგამდნენ და შიგ ახალ ოქროს ბეჭედს ჩადებდნენ. მძინარეს, თითქოს, ის მიცვალებული გამოეცხადებოდა, რომლის საფლავიდანაც მიწა აიღეს, და ქალიშვილის პირით რიტუალის მონაწილეთა მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
М. Ч. Джуртубаев. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-балкарский героический эпос. Нальчик, 2011.