ჯილიან მინჩაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჯილჲან მინჩაყი“ გადაიტანა გვერდზე „ჯილიან მინჩაყი“ გადამისამა...)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჯილიან მინჩაყი“ გადაიტანა გვერდზე „ჟილიან მინჩაყი“)

17:25, 7 ნოემბერი 2017-ის ვერსია

ჯილჲან მინჩაყ-ი / ჟილჲან მინჩაყ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Джилян мынчакъ/Жилян мынчакъ –„გველის მძივი“) – მაგიური ძალის მქონე მძივი ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. მიაჩნდათ, რომ მძივი გველს პირში ედო და მისი ძალით წართმევა არ შეიძლებოდა. მძივის დასაუფლებლად საჭირო იყო გველის წინ წითელი ნაჭრის ან თასმის დაგდება და ქვემძრომი თავად გადმოაგდებდა მას და წავიდოდა. სწამდათ, რომ თუ ადამიანი ამ მძივს პირში ჩაიდებდა, ნადირთა ენის გაგებასა და მათთან ლაპარაკს შეძლებდა. გარდა ამისა, გველის მძივს ყველა ავადმყოფობის განკურნება შეეძლო. ხალხის შეხედულებით, სკილის მარცვლისტოლა გველის მძივი მწვანე (ვარიანტი: ლურჯი) ფერისა იყო. ზოგიერთი გადმოცემით, მძივს გველთა მეუფე ფლობს („შახმარანი“).


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები