პატრონტაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Patrontashi.jpg|thumb|300პქ|პატრონტაში]] | [[ფაილი:Patrontashi.jpg|thumb|300პქ|პატრონტაში]] | ||
| + | '''პატრონტაში''' - ''([[სამასრე]], სასწრალო)'' - ვაზნების სატარებელი. ძირითადად ტყავისაგან მზადდებოდა და მხარიღლივ იკიდებოდა. | ||
| − | + | პატრონტაშების ისტორია [[თოფი კაჟიანი|კაჟიანი თოფების]] ეპოქაში (XVI-XVII) იწყება, სავარაუდოდ იმ პერიოდიდან, როდესაც თითო გასროლა [[დენთი]] დოზირებულად ცალ-ცალკე ჭურჭელში თავსდებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მხარიღლივ გადასაკიდებელი პატრონტაშები თანდათანობით კავკასიური კოსტიუმის, [[ჩოხა|ჩოხის]] უცილობელ დეტალად იქცა და მკერდზე განთავსებული სამასრეების სახით მოგვევლინა. [[კავკასია]]ში, ჩოხის სამასრეებს XIX საუკუნის პირველ ნახევარშიც (ფისტონიანი [[თოფი|თოფების]] პერიოდი) პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო შემდგომ ხანებში წმინდა დეკორატიული ხასიათი შეიძინა. | |
| − | |||
| − | |||
== წყარო == | == წყარო == | ||
21:49, 7 მარტი 2021-ის ვერსია
პატრონტაში - (სამასრე, სასწრალო) - ვაზნების სატარებელი. ძირითადად ტყავისაგან მზადდებოდა და მხარიღლივ იკიდებოდა.
პატრონტაშების ისტორია კაჟიანი თოფების ეპოქაში (XVI-XVII) იწყება, სავარაუდოდ იმ პერიოდიდან, როდესაც თითო გასროლა დენთი დოზირებულად ცალ-ცალკე ჭურჭელში თავსდებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მხარიღლივ გადასაკიდებელი პატრონტაშები თანდათანობით კავკასიური კოსტიუმის, ჩოხის უცილობელ დეტალად იქცა და მკერდზე განთავსებული სამასრეების სახით მოგვევლინა. კავკასიაში, ჩოხის სამასრეებს XIX საუკუნის პირველ ნახევარშიც (ფისტონიანი თოფების პერიოდი) პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო შემდგომ ხანებში წმინდა დეკორატიული ხასიათი შეიძინა.
