დემეტრე II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დემეტრე მეორე თავდადებული“ გადაიტანა გვერდზე „[[დემეტრე II თავდადე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დემეტრე II თავდადებული“ გადაიტანა გვერდზე „[[დემეტრე მეორე თავდა...) |
17:33, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია
დემეტრე (დიმიტრი) II, თავდადებული (დ. დაახლოებით 1259 — გ. 12 მარტი. 1289), საქართველოს მეფე 1271-89 წლებში, დავით VII ულუსა და გვანცა დედოფლის ძე. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268 წლიდან.
დემეტრე II-ის დროს ქვეყანა კიდევ უფრო დაქვეითდა ეკონომიკურად, გაიზარდა მონღოლური გადასახადები. 1282 წელს საქართველოს ლაშქრით ხორასანში იბრძოდა აჰმედ-ყაენის (1282-84) მხარეზე. დემეტრე II ყაენის ბრაძანებით სიკვდილით დასაჯეს. სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის შთამომავლობამ მას თავდადებული უწოდა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017