იაპონია
(ახალი გვერდი: '''იაპონია''' - (''Japan'' - იაპონიის სახელმწიფო), სახელმწიფო აღმოსავლე...) |
|||
| ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა აწარმოოს შეიარაღების თითქმის ყველა სახის სისტემა. კონსტიტუციის შესაბამისი ე.წ. „ნებაყოფლობითი” შეზღუდვის შესაბამისად, იაპონია არ აწარმოებს სარაკეტო-ბირთვულ და სხვა სტრატეგიულ შეიარაღებას. | სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა აწარმოოს შეიარაღების თითქმის ყველა სახის სისტემა. კონსტიტუციის შესაბამისი ე.წ. „ნებაყოფლობითი” შეზღუდვის შესაბამისად, იაპონია არ აწარმოებს სარაკეტო-ბირთვულ და სხვა სტრატეგიულ შეიარაღებას. | ||
| − | ''' | + | |
| − | ძირითადი საზღვაო პორტებია''': კობე, ტიბა, ნაგოია, იოკოჰამა, კავასაკი, ტომაკომაი, საკაი, ტოკიო, ოსაკა. | + | '''ძირითადი საზღვაო პორტებია''': კობე, ტიბა, ნაგოია, იოკოჰამა, კავასაკი, ტომაკომაი, საკაი, ტოკიო, ოსაკა. |
'''საერთაშორისო აეროპორტებია:''' ნარიტა (ტოკიო), კონსაი (ოსაკა), იტაძუკი (ფუკუოკა), ტიტოსე (საპორო), ნიიგატა, ნაჰა, ნაგასაკი. | '''საერთაშორისო აეროპორტებია:''' ნარიტა (ტოკიო), კონსაი (ოსაკა), იტაძუკი (ფუკუოკა), ტიტოსე (საპორო), ნიიგატა, ნაჰა, ნაგასაკი. | ||
| − | + | '''შეიარაღებული ძალები''' (თავდაცვის ძალები) საერთო რაოდენობით 230 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 138,4 ათ., სამხედრო-საზღვაო 42,8 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 48,8 ათ. უმაღლესი მთავარსარდალი - პრემიერ-მინისტრი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით. | |
17:21, 5 იანვარი 2018-ის ვერსია
იაპონია - (Japan - იაპონიის სახელმწიფო), სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულებზე: ჰოკაიდო, ჰონსიუ, კიუსიუ, არქიპელაგი რიუკიუ და სხვა (სულ დაახლოებით 4 ათ. კუნძული). მატერიკისგან გამოყოფილია იაპონიის და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებით.
ფართობი - 372,8 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 127,3 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა - იაპონური.
დედაქალაქი - ქ. ტოკიო.
ადმინისტრაციულად იყოფა 47 პრეფექტურად.
იაპონიაში კონსტიტუციური მონარქიაა.
სახელმწიფოს მეთაურია იმპერატორი, რომელიც წარმოადგენს „სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობის სიმბოლოს“.
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი (მრჩეველთა და წარმომადგენელთა პალატა).
აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი).
ეკონომიკა - იაპონია განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა. აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში ეკონომიკური სიმძლავრის მიხედვით, კაპიტალის უმსხვილესი კრედიტორი და ექსპორტიორია. განვითარებულია: მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური, მსუბუქი, ხის დამამუშავებელი მრეწველობა. სწრაფად ვითარდება მრეწველობის ახალი და უახლესი დარგები: კავშირგაბმულობა, ინფორმატიკა, ბიოტექნოლოგია, რადიოელექტრონიკა; აგრეთვე - ელექტროხელსაწყოების, გემების (მსოფლიო წარმოების 52%) და ავტომობილების (მსოფლიო წარმოების 30%) წარმოება. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ქვეყანას 70%-ით. თევზჭერისა და ზღვის პროდუქტების
მოპოვებით იაპონიის მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს. მისი ეკონომიკა დამოკიდებულია ნედლეულისა და სათბობის იმპორტზე.
სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა აწარმოოს შეიარაღების თითქმის ყველა სახის სისტემა. კონსტიტუციის შესაბამისი ე.წ. „ნებაყოფლობითი” შეზღუდვის შესაბამისად, იაპონია არ აწარმოებს სარაკეტო-ბირთვულ და სხვა სტრატეგიულ შეიარაღებას.
ძირითადი საზღვაო პორტებია: კობე, ტიბა, ნაგოია, იოკოჰამა, კავასაკი, ტომაკომაი, საკაი, ტოკიო, ოსაკა.
საერთაშორისო აეროპორტებია: ნარიტა (ტოკიო), კონსაი (ოსაკა), იტაძუკი (ფუკუოკა), ტიტოსე (საპორო), ნიიგატა, ნაჰა, ნაგასაკი.
შეიარაღებული ძალები (თავდაცვის ძალები) საერთო რაოდენობით 230 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 138,4 ათ., სამხედრო-საზღვაო 42,8 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 48,8 ათ. უმაღლესი მთავარსარდალი - პრემიერ-მინისტრი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017