გუდინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გუდინ-ი ირ., გუდუნ-ი დიგ.''' ''(ოს. Гуыдын, гудун)'' – რიტუალური დანიშნუ...) |
15:48, 11 იანვარი 2018-ის ვერსია
გუდინ-ი ირ., გუდუნ-ი დიგ. (ოს. Гуыдын, гудун) – რიტუალური დანიშნულების დიდი ზომის ღვეზელი; აცხობდნენ განსაკუთრებულ საზეიმო შემთხვევებში: ახალ წელს, ქახცგანანის დღესასწაულზე, ახალდანიშნული ქალიშვილისათვის, სათიბში პირველად გამსვლელი ყმაწვილისათვის. როგრც ჩანს, საქართველოში (რაჭაში) „გუდუნის“ სახელით ცნობილი ღვეზელი ოსებისაგან არის გადმოღებული. შესაძლოა, აღნიშნულ ტერმინთან კავშირში იყოს სვანური ქუთ – „ღვეზელი“.
ლიტერატურა
- Гаглойти З. Д. Очерки по этнографии осетин. Тб., 1974;
- Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование. 3-е изд. М., 2004.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017