არამომაკვდინებელი მოქმედების იარაღი
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
|||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:იარაღის სახეობები]] | [[კატეგორია:იარაღის სახეობები]] | ||
− | [[კატეგორია:არამომაკვდინებელი | + | [[კატეგორია:არამომაკვდინებელი იარაღები]] |
14:18, 20 მარტი 2018-ის ვერსია
არამომაკვდინებელი მოქმედების იარაღი – იარაღის სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ მცირე ხნით ან ხანგრძლივი ვადით მოუსპონ მოწინააღმდეგეს შესაძლებლობა აწარმოოს საბრძოლო მოქმედება, მისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგის მიყენების გარეშე.
განკუთვნილია ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც ჩვეულებრივი იარაღის, მით უმეტეს მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენება მიუღებელია პოლიტიკური, ეთიკური ან სხვა მოსაზრებების გამო.
ტერმინი გაჩნდა XX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს აშშ-ში. იყოფა იარაღად, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ცოცხალ ძალაზე (პოლიციური გაზები, ვაზნები, არამომაკვდინებელი ტყვიები, ფსიქოტროპული პრეპარატები, ინფრაბგერითი იარაღი და სხვა) და მატერიალურ საშუალებებად (ელექტრომაგნიტური იარაღი, ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებზე რადიოელექტრონული ზემოქმედებისა და მათი ჩახშობის საშუალებები, ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებანი, რომლებიც შლიან ნავთობპროდუქტებსა და სხვა ნივთიერებებს).