საზღვაო რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საზღვაო რუკა''' – ზღვაოსნობის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი ...)
 
ხაზი 48: ხაზი 48:
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი  2017
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი  2017
 
   
 
   
[[კატეგორია:რუკერბი]]
+
[[კატეგორია:რუკები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო რუკები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო რუკები]]
 
[[კატეგორია:საზღვაო რუკები]]
 
[[კატეგორია:საზღვაო რუკები]]

17:02, 16 იანვარი 2018-ის ვერსია

საზღვაო რუკა – ზღვაოსნობის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი რუკა. არის სანავიგაციო, შიდა წყალსანაოსნო გზების ნავიგაციის, სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის განკუთვნილი სპეციალური, დამხმარე და საცნობარო რუკები.

სანავიგაციო საზღვაო რუკა (საზღვაო რუკების ძირითადი ტიპი) განკუთვნილია ხომალდის მართვის სანავიგაციო ამოცანების გადასაწყვეტად.


სანავიგაციო საზღვაო რუკაზე აისახება:

  • სანაპირო ხაზი შრობის ზოლით, ნაპირების სიღრმე, ფსკერის რელიეფი და სანავიგაციო საშიშროებები;
  • სანავიგაციო მოწყობილობა – ფარვატერები;
  • სანაოსნოდ აკრძალული რაიონები;
  • ღუზაზე დგომის ადგილები;
  • მონაცემები მაგნიტური გადახრის, დინების, ყინულოვანი რეჟიმის, ფსკერის გრუნტის შესახებ.


სანავიგაციო საზღვაო რუკებს განეკუთვნება:

1. ზოგადსანავიგაციო რუკები:
ა. გენერალური (მასშტაბი 1:1000000 – 1:5000000. ზოგადად წინასწარ შეისწავლის ნაოსნობის რაიონს, ხომალდის გზას და ნაპირიდან მნიშვნელოვანი დაშორებით მის გაყვანას);
ბ. საგზაო (მასშტაბი 1:1000000 – 1:5000000, სამხედრო-საზღვაო ფლოტის საქმიანობისა და ზოგადი ზღვაოსნობის უზრუნველსაყოფად მსოფლიო ოკეანის ღია და სანაპირო რაიონებში);
გ. კერძო (მასშტაბი 1:25000–1:75000, განსაკუთრებით რთული სანავიგაციო პირობების რაიონებსა და ბაზირების რაიონებში ხომალდის მართვის უზრუნველსაყოფად);
დ. გეგმები (მასშტაბი 1:500–1:25000, ბაზირების ადგილებში ხომალდების და გემების შესასვლელად და გადასაადგილებლად);
2. რადიონავიგაციური და სანავიგაციო-ჰიდროაკუსტიკური;
3. სანავიგაციო-სარეწი რუკები.


შიდასანაოსნო გზების სანავიგაციო რუკები იყოფა:

1. გემსანაოსნო ტბების და მდინარეების შესართავთან სანავიგაციო უბნების;
2. სანავიგაციო-სამდინარო;
3. ლოცმანის სამდინარო რუკებად.


სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის განკუთვნილი სპეციალური რუკებია:

1. მიმოხილვითი და მიმოხილვით-გეოგრაფიული;
2. ზღვის ფსკერის გრუნტების;
3. გეოფიზიკურ – საზღვაო;
4. ეკრანული ოპერატორების პლანშეტებისათვის;
5. რუკები პელენგების და დისტანციების ბადეებით და სხვა.


საზღვაო დამხმარე და საცნობარო რუკებს განეკუთვნება:

1. რუკა-ბადეები;
2. რუკები ორთოდრომიების გასაყვანად;
3. რუკები სამაშველო საშუალებებისათვის;
4. საზღვაო ბლანკრუკები;
5. საათის სარტყლების რუკები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები