ჯარების ოპერატიული შესაძლებლობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჯარების (ძალების) ოპერატიული შესაძლებლობები''' - რიცხობრივი...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჯარების ოპერატიული შესაძლებლობები“ გადაიტანა გვერდზე „[[ძალების ...)

14:36, 23 იანვარი 2018-ის ვერსია

ჯარების (ძალების) ოპერატიული შესაძლებლობები - რიცხობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს ჯარებს (ძალებს), მიაყენოს მოწინააღმდეგეს ზარალი და განსაზღვრულ ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებაში შეასრულოს დასახული ოპერატიული ამოცანა.

გაერთიანების ოპერატიული შესაძლებლობები განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების გვარეობების და სპეციალური ჯარების შენაერთების და ნაწილების საბრძოლო შესაძლებლობების შეჯამების გზით. გაერთიანების ან ჯარების (ძალების) დაჯგუფების ოპერატიული შესაძლებლობები დამოკიდებულია საბრძოლო შემადგენლობაზე, დაკომპლექტებაზე, გაწრთვნილობაზე, პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიურ და საბრძოლო მდგომარეობაზე, არსებული იარაღის ხარისხსა და ეფექტურობაზე. ასევე - მოწინააღმდეგის ძალისა და წინააღმდეგობის ხასიათზე, ფიზიკურ-გეოგრაფიულ, კლიმატურ და სხვა პირობებზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები