ბატალიონის თავდაცვის რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:სამხედრო-საბრძოლო ტერიტორიები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო-საბრძოლო ტერიტორიები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]

17:17, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია

ბატალიონის თავდაცვის რაიონი - ბრიგადის (პოლკის) თავდაცვის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც ბატალიონს უკავია თავისი გაძლიერების საშუალებებით.

ბატალიონის თავდაცვის რაიონი მოიცავს ასეულის საყრდენ პუნქტებს, რომლებიც მომზადებულია წრიული თავდაცვისათვის. ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული ცეცხლისა და ღობურების სისტემით. გარდა ამისა, ბატალიონის თავდაცვის რაიონში ეწყობა არტილერიის, ნაღმსატყორცნების, ტანკების, მართული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, საზენიტო საშუალებების საცეცხლე პოზიციები და სამეთაურო-სათვალთვალო პუნქტები. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებსა და ტანკებს ისე განალაგებენ, რომ მათ შეეძლოთ ერთმანეთთან ურთიერთმოქმედება და მოწინააღმდეგის ტანკებისათვის ცეცხლის დაშენა სროლისთვის ყველაზე ხელსაყრელი სიშორიდან.

ბატალიონის თავდაცვის რაიონში შეიძლება მომზადდეს აგრეთვე არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების საცეცხლე პოზიციები, ზემდგომი უფროსის საშუალებების საცეცხლე და გაშლის ზღუდეები; სათადარიგო და ცრუ საყრდენი პუნქტები და პოზიციები.

ბატალიონის თავდაცვის რაიონის სიგანე 5 კმ-მდეა, სიღრმე 3 კმ-მდე. წყლისმიერი დაბრკოლების თავდაცვისას, მთაში და სხვა განსაკუთრებულ პირობებში, აგრეთვე უზრუნველყოფის ზოლში და მეწინავე პოზიციაზე ბატალიონის თავდაცვის რაიონის სიგანე შეიძლება მეტი იყოს.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები