სამხედრო მშენებლობა
(ახალი გვერდი: '''სამხედრო მშენებლობა''' – სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციი...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017 | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017 | ||
− | [[კატეგორია:სამხედრო | + | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] |
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] |
მიმდინარე ცვლილება 13:09, 12 თებერვალი 2018 მდგომარეობით
სამხედრო მშენებლობა – სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის შექმნის, განვითარების გეგმაზომიერი და მიზანმიმართული პროცესი; ქვეყნის სამხედრო ძლიერების შესანარჩუნებლად ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, სამართლებრივი, საკუთრივ სამხედრო და სხვა ღონისძიებების კომპლექსი. სამხედრო მშენებლობის ზოგად მიზნებს, შინაარსს და ამოცანებს განსაზღვრავს სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკა და სამხედრო დოქტრინა. იგი დამოკიდებულია ქვეყნის საწარმოო ძალების განვითარების დონეზე, სამხედრო კავშირებისადმი კუთვნილებაზე, მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე და სხვა.
სამხედრო მშენებლობა, ჩვეულებრივ, მოიცავს:
- ომის საფრთხის და მუქარის პროგნოზირებას და შეფასებას;
- სამხედრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის (სამხედრო დოქტრინის) დებულებების შემუშავებას;
- სამართლებრივ რეგულირებას თავდაცვის სფეროში; შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, ქონების მწარმოებელი და სამობილიზაციო სიმძლავრეების უზრუნველყოფას;
- იმ სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუტების სისტემის შექმნას, რომლებიც ხელმძღვანელობენ ქვეყნის სამხედრო სფეროს;
- სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ეკონომიკის და მოსახლეობის სამობილიზაციო მომზადებას;
- სამობილიზაციო რეზერვების შექმნას;
- სამოქალაქო და ტერიტორიული თავდაცვის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
- თავდაცვის მიზნებისათვის ტერიტორიის ოპერატიულ მოწყობას;
- თავდაცვის ინტერესებისათვის მეცნიერების განვითარებას;
- თავდაცვითი დანიშნულების იდეოლოგიური ინსტიტუტების შექმნას და მათი მუშაობის ორგანიზაციას;
- სამხედრო ხარჯების დაფინანსებას;
- სამხედრო დარგში საერთაშორისო თანამშრომლობას და სხვა.
სამხედრო მშენებლობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, მის საფუძველს შეადგენს შეიარაღებული ძალების მშენებლობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს სამხედრო და გასამხედროებული ფორმირებების შექმნის, მომზადების და განმტკიცების ღონისძიებების სისტემას.
[რედაქტირება] წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017