სამხედრო სამართალი
(ახალი გვერდი: '''სამხედრო სამართალი''' − სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. | + | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. |
[[კატეგორია:სამხედრო სამართალი]] | [[კატეგორია:სამხედრო სამართალი]] | ||
[[კატეგორია:სამართალი]] | [[კატეგორია:სამართალი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:20, 25 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
სამხედრო სამართალი − სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს სამხედრო მშენებლობის და შეიარაღებული ძალების საქმიანობის სფეროში. წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნორმების და წესების ერთობლიობას. იგი აუცილებელია სახელმწიფო დაწესებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თანამდებობის პირების და მოქალაქეების, ქვეყნის უსაფრთხოების, მისი გაძლიერების უზრუნველყოფის და სამხედრო პოლიტიკის განხორციელებისათვის.
სამხედრო სამართალის წყაროებია ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები და მთავრობის დადგენილებები, რომლებიც სამხედრო სფეროს ეხება. ასევე – თავდაცვის მინისტრის, სხვა მეთაურების, უფროსების ბრძანებები და დირექტივები, საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები, სახელმწიფოს მონაწილეობით. სამხედრო სამართალს აქვს თავისებურებები, რომლებიც სამხედრო საქმიანობის სპეციფიკასთან არის დაკავშირებული. იგი სამართლის სხვა დარგთან შედარებით უფრო დეტალურია, სამხედრო სამართალურთიერთობის ყველა მონაწილეს გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს, ემსახურება შეიარაღებულ ძალებში კანონიერების დაცვას და შენარჩუნებას.
[რედაქტირება] წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი.