წყალქვეშა ნავი
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
|||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
*[[საზღვაო ლექსიკონი]] | *[[საზღვაო ლექსიკონი]] | ||
| − | *ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | *[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:საზღვაო ტერმინები]] | [[კატეგორია:საზღვაო ტერმინები]] | ||
12:31, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია
წყალქვეშა ნავი - სუბმარინი, საბრძოლო ხომალდი, რომელსაც უნარი აქვს წყალში ჩაეშვას, ამოყვინთოს, ხანგრძლივად იმყოფებოდეს წყალქვეშ და ისე ჩაატაროს საბრძოლო მოქმედებები.
მნიშვნელოვანი ტაქტიკური თვისება – ფარულობა. მისი დანიშნულებაა მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრების, სამხედრო-საზღვაო ბაზების, პორტების და სხვა მიწისზედა ნაგებობების დაზიანება, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების, ხომალდების და გემების განადგურება, ნაღმების ღობურების შეუმჩნევლად დაყენება, დაზვერვის წარმოება, დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების გადასხმა და სხვა საბრძოლო და სპეციალური ამოცანების შესრულება. სამხედრო-საზღვაო ძალებში წყალქვეშა ნავები ფლოტის წყალქვეშა ძალებს შეადგენენ. საბრძოლო ამოცანებს ასრულებენ ცალ-ცალკე, ჯგუფებად წყალქვეშა ნავების დაჯგუფებებში და სხვადასხვაგვაროვან ძალებთან, დამოუკიდებლად ან შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებით. ისინი შეიარაღებული არიან ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ტორპედოებით, ნაღმებით, ჰიდროაკუსტიკური მოქმედების საწინააღმდეგო საშუალებებით, შეიძლება ჰქონდეთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.
ენერგეტიკული დანადგარის ტიპის მიხედვით არის: ატომური და დიზელელექტრონული;
წყალწყვის მიხედვით – წყალქვეშა კრეისერები, საკრეისერო, დიდი, საშუალო, მცირე და ზემცირე;
დანიშნულების მიხედვით იყოფა: სტრატეგიული, მრავალმიზნობრივი და სპეციალური დანიშნულების;
ძირითადი შეიარაღების მიხედვით – სარაკეტო, სატორპედო და სარაკეტო-სატორპედო.