შრი-ლანკა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Sri-lankas droSa.jpg|thumb|300პქ|'''შრი- | + | [[ფაილი:Sri-lankas droSa.jpg|thumb|300პქ|'''შრი-ლანკას დროშა''']] |
'''შრი-ლანკა''' ''(Sri Lanka – შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა)'' – სახელმწიფო სამხრეთ [[აზია]]ში, [[ინდოეთის ოკეანე]]ში მდებარე იმავე სახელწოდების კუნძულზე. | '''შრი-ლანკა''' ''(Sri Lanka – შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა)'' – სახელმწიფო სამხრეთ [[აზია]]ში, [[ინდოეთის ოკეანე]]ში მდებარე იმავე სახელწოდების კუნძულზე. | ||
16:06, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია
შრი-ლანკა (Sri Lanka – შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, ინდოეთის ოკეანეში მდებარე იმავე სახელწოდების კუნძულზე.
ფართობი – 65,6 ათასი კმ2.
მოსახლეობა – 20,7 მლნ კაცი (2012).
ოფიციალური ენები – სინჰალური, ტამილური, ინგლისური.
დედაქალაქი – ქ. კოლომბო.
ადმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად და 24 ოლქად. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს პრეზიდენტს და ერთპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მთავრობას. დამოუკიდებლობას მიაღწია 1948 წელს ცეილონის სახელით.
1972 წელს გამოცხადდა შრი-ლანკის რესპუბლიკად, 1978 წელს მიიღო თანამედროვე დასახელება. შრი-ლანკა აგრარული ქვეყანაა განვითარებადი მრეწველობით.
საზღვაო პორტებია: კოლომბო, ტრინკომალი, გალე.
საერთაშორისო აეროპორტი – კოლომბო.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 160 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 78 ათ., სამხედრო-საჰაერო 28 ათ., სამხედრო-საზღვაო 15 ათ და სამხედრო პოლიცია 39 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017