ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება''' - შეიარაღების...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:შეიარაღება]] | [[კატეგორია:შეიარაღება]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 13:10, 2 მარტი 2018 მდგომარეობით
ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება - შეიარაღების სახეობა ჯავშანტექნიკის დაზიანებისთვის. თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სახით გამოიყენება სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი საშუალებები. ესენია: ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნები, საავიაციო ბომბები, საინჟინრო ნაღმები, ყუმბარსატყორცნები, ხელყუმბარები; ასევე – საერთო დანიშნულების საშუალებები – საველე არტილერია, ჯავშანსატანკო შეიარაღება და სხვა.
დიდ მანძილზე ტანკებთან ბრძოლისთვის შესაძლოა გამოიყენონ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, სახმელეთო დამრტყმელი რაკეტები, ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსები. მათი რაკეტების (რეაქტიული ჭურვების) საბრძოლო ნაწილები აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო კასეტური საბრძოლო ელემენტებით ან ნაღმებით დისტანციური დანაღმვისთვის.
ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებისთვის ძირითადი მოთხოვნებია: ჯავშანგამტარიანობა, ნამდვილი ცეცხლის მანძილი და მიზნის დაზიანების ალბათობა.