სარეზერვო ჯარები
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''სარეზერვო ჯარები''' 1. ჯარები, რომლებიც მშვიდობიანობის დრო...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
კომპლექტდება პირადი შემადგენლობით, რომელსაც მოხდილი აქვს [[სამხედრო სამსახური]] ან გავლილი აქვს შესაბამისი [[სამხედრო სწავლება|სამხედრო სწავლება.]] | კომპლექტდება პირადი შემადგენლობით, რომელსაც მოხდილი აქვს [[სამხედრო სამსახური]] ან გავლილი აქვს შესაბამისი [[სამხედრო სწავლება|სამხედრო სწავლება.]] | ||
− | + | სარეზერვო ჯარების ორგანიზაცია, როგორც წესი, რეგულარული ჯარების ორგანიზაციის ანალოგიურია. მშვიდობიანობის დროს სარეზერვო ჯარები გამოიყენება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, სტიქიურ უბედურებათა შედეგების სალიკვიდაციოდ და სხვა; | |
2. [[ავსტრია-უნგრეთი|ავსტრია-უნგრეთის]], [[რუსეთი|რუსეთის]], [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] და | 2. [[ავსტრია-უნგრეთი|ავსტრია-უნგრეთის]], [[რუსეთი|რუსეთის]], [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] და |
16:37, 7 მარტი 2018-ის ვერსია
სარეზერვო ჯარები
1. ჯარები, რომლებიც მშვიდობიანობის დროს იქმნება და ომის დროს გამოიყენება შეიარაღებული ძალების სწრაფი მობილიზაციისათვის.
ზოგიერთი ქვეყნის არმიაში მათ ძირითად კომპონენტებს განეკუთვნება:
- ეროვნული გვარდია;
- შეიარაღებული ძალების სახეობების რეზერვები,
- სასაზღვრო და სანაპირო დაცვის ჯარები (ძალები),
- უსაფრთხოების ძალები,
- ჟანდარმერია და
- ზოგიერთი ნახევრად სამხედრო ფორმირება.
კომპლექტდება პირადი შემადგენლობით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო სამსახური ან გავლილი აქვს შესაბამისი სამხედრო სწავლება.
სარეზერვო ჯარების ორგანიზაცია, როგორც წესი, რეგულარული ჯარების ორგანიზაციის ანალოგიურია. მშვიდობიანობის დროს სარეზერვო ჯარები გამოიყენება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, სტიქიურ უბედურებათა შედეგების სალიკვიდაციოდ და სხვა;
2. ავსტრია-უნგრეთის, რუსეთის, საფრანგეთის და სხვა სახელმწიფოების ჯარების კატეგორია XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დამდეგს. განკუთვნილი იყო ციხესიმაგრეებში და ქვეყნის შიგნით საგარნიზონო სამსახურისთვის, კომუნიკაციების დაცვისა და მოქმედი არმიის შევსებისათვის.