უნგრეთი
| ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
| + | [[კატეგორია: სახელმწიფოები]] | ||
| + | [[კატეგორია:სახელმწიფოები ევროპაში]] | ||
16:11, 9 მარტი 2018-ის ვერსია
უნგრეთი (Hungary – უნგრეთის რესპუბლიკა) – სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, მდინარე დუნაის აუზში.
ფართობი – 93 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 9,9 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – უნგრული.
დედაქალაქი – ქ. ბუდაპეშტი.
ადმინისტრაციულად იყოფა 19 მედიედ (მხარე), ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფილია ქ. ბუდაპეშტი.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს სახელმწიფო კრებას (ერთპალატიან პარლამენტს), აღმასრულებელი – მინისტრთა საბჭოს (მთავრობას).
თანამედროვე უნგრეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1918 წლიდან. 1949-იდან 1990 წლამდე იწოდებოდა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკად. არის ნატოს წევრი ქვეყანა. უნგრეთი განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა ინტენსიური სოფლის მეურნეობით.
საერთაშორისო აეროპორტია ფერიჰედი (ბუდაპეშტი).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 28,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 10,9 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 5,7 ათ., სასაზღვრო ჯარები 11,9 ათ. და რეზერვი 44 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.