სტრატეგია (სამხედრო)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''სტრატეგია''' - (ბერძნული stratus – ჯარები და ago – წარმართვა), [[სამხე...) |
|||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
* მასშტაბის ომის და საომარი მოქმედებების მომზადების, გაჩაღებისა და წარმოებისათვის. | * მასშტაბის ომის და საომარი მოქმედებების მომზადების, გაჩაღებისა და წარმოებისათვის. | ||
− | სტრატეგიის ძირითად ამოცანებს და მისი განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკა. ზოგადად ისინი ჩამოყალიბებულია კონსტიტუციასა და სამხედრო დოქტრინაში. პოლიტიკა განსაზღვრავს შესაძლო ომისათვის მზადების წესს, მისი წარმოების საშუალებებს და ხერხებს, რაზმავს ადამიანებს და მატერიალურ რესურსებს ომში გამარჯვების მისაღწევად, ქმნის ხელშემწყობ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პირობებს სტრატეგიისთვის. თავის მხრივ, სტრატეგია ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკაზე. | + | სტრატეგიის ძირითად ამოცანებს და მისი განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკა და ქვეყნის [[ეკონომიკა]]. ზოგადად ისინი ჩამოყალიბებულია კონსტიტუციასა და სამხედრო დოქტრინაში. პოლიტიკა განსაზღვრავს შესაძლო ომისათვის მზადების წესს, მისი წარმოების საშუალებებს და ხერხებს, რაზმავს ადამიანებს და მატერიალურ რესურსებს ომში გამარჯვების მისაღწევად, ქმნის ხელშემწყობ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პირობებს სტრატეგიისთვის. თავის მხრივ, სტრატეგია ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკაზე. |
სტრატეგიული კვლევის შედეგები გადაიცემა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების განკარგულებაში, რომლებიც მათ იყენებენ სამხედრო მშენებლობის, ომის მომზადებისა და წარმოების საკითხების გადასაწყვეტად. | სტრატეგიული კვლევის შედეგები გადაიცემა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების განკარგულებაში, რომლებიც მათ იყენებენ სამხედრო მშენებლობის, ომის მომზადებისა და წარმოების საკითხების გადასაწყვეტად. |
მიმდინარე ცვლილება 16:31, 17 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
სტრატეგია - (ბერძნული stratus – ჯარები და ago – წარმართვა), სამხედრო ხელოვნების შემადგენელი ნაწილი, მისი უმაღლესი დარგი. მოიცავს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ომის თავიდან აცილების, აგრესიის მოსაგერიებლად ქვეყნის და შეიარაღებული ძალების მომზადების თეორიას და პრაქტიკას; სტრატეგიული ოპერაციების და მთლიანად ომის დაგეგმვასა და წარმოებას.
სტრატეგია სწავლობს და განსაზღვრავს:
- ომების შესაძლო ხასიათს და სამხედრო საშუალებებით მათი თავიდან აცილების გზებს;
- შეიარაღებული ძალების მიზნებს და ამოცანებს ომში, სტრატეგიული მასშტაბის საომარ მოქმედებებში;
- მათი წარმოებისათვის საჭირო საშუალებებს;
- მთლიანად ომის და სტრატეგიული მოქმედებების სხვადასხვა ფორმის მომზადების და წარმოების შინაარსს, ხერხებსა და პირობებს;
- ომსა და სტრატეგიულ ოპერაციებში შეიარაღებული ძალების გამოყენების დაგეგმვას, მათში შეიარაღებული ძალების სახეობების გამოყენებას;
- შეიარაღებული ძალების მოქმედებების სტრატეგიული, მორალურ-ფსიქოლოგიური, ტექნიკური და ლოგისტიკური უზრუნველყოფის საფუძვლებს;
- შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს;
- შეიარაღებული ძალების მშენებლობისადმი, საომრად ქვეყნის ეკონომიკის, მოსახლეობისა და ტერიტორიის მომზადებისადმი სტრატეგიული მოთხოვნების შემუშავებას;
- წამყვანი სახელმწიფოების და კოალიციების სტრატეგიულ შეხედულებებს, მათ შესაძლებლობებს სტრატეგიული
- მასშტაბის ომის და საომარი მოქმედებების მომზადების, გაჩაღებისა და წარმოებისათვის.
სტრატეგიის ძირითად ამოცანებს და მისი განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკა. ზოგადად ისინი ჩამოყალიბებულია კონსტიტუციასა და სამხედრო დოქტრინაში. პოლიტიკა განსაზღვრავს შესაძლო ომისათვის მზადების წესს, მისი წარმოების საშუალებებს და ხერხებს, რაზმავს ადამიანებს და მატერიალურ რესურსებს ომში გამარჯვების მისაღწევად, ქმნის ხელშემწყობ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პირობებს სტრატეგიისთვის. თავის მხრივ, სტრატეგია ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკაზე.
სტრატეგიული კვლევის შედეგები გადაიცემა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების განკარგულებაში, რომლებიც მათ იყენებენ სამხედრო მშენებლობის, ომის მომზადებისა და წარმოების საკითხების გადასაწყვეტად.